ავტორი:

"თქვენგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყნისთვის არცერთი კაპიკი არ მომიპარავს - ნუ ყვირიხართ, დამამთავრებინეთ ბიჭო, მე თუ რამეს მივაღწიე, მივაღწიე მხოლოდ ჩემი შრომით" - პრემიერი ოპოზიციას

"თქვენგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყნისთვის არცერთი კაპიკი არ მომიპარავს - ნუ ყვირიხართ, დამამთავრებინეთ ბიჭო, მე თუ რამეს მივაღწიე, მივაღწიე მხოლოდ ჩემი შრომით" - პრემიერი ოპოზიციას

მე თქვენგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყნისთვის არცერთი კაპიკი არ მომიპარავს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას ოპოზიციის კრიტიკას.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ცხოვრებაში ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწია.

„კეზერაშვილზე დაგისვით ფაქტებით გამყარებული კითხვები, რომელზეც პასუხები არ გაქვთ იმიტომ, რომ თქვენ ფინანსდებით კეზერაშვილის მიერ, კეზერაშვილის მიერ მოპარული ფულით, პარტიებიც და თქვენი ტელევიზიაც. ხაბეიშვილი, აგრძელებთ ამ მდარე და იაფფასიან სპეკულაციას, "ნურსა" ნადირაშვილის დონეზე ხართ დასული, 8 წლის წინ რა კითხვას მისვამდით, იგივე კითხვას მისვამთ. ძალიან მარტივად გიპასუხებთ, მე თქვენგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყნისთვის არც ერთი კაპიკი არ მომიპარავს. მთელი ცხოვრება კერძო სექტორში ვმუშაობდი, ვმუშაობდი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, ნუ ყვირიხართ, დამამთავრებინეთ ბიჭო, მე თუ რამეს მივაღწიე, მივაღწიე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შრომით, საერთოდ რომელ საათზე მელაპარაკებით?!“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ვერაფრით ვხვდები, რა შედეგზეა გათვლილი "პრაიდის" გამართვა" - ალეკო ელისაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"