ავტორი:

ეკოპროექტი "გამოღვიძება" - "ბლექ სი არენა“ და "მუსიკოსთა პარკი“ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების ინოვაციურ პროექტს ახორციელებს

ეკოპროექტი "გამოღვიძება" - "ბლექ სი არენა“ და "მუსიკოსთა პარკი“ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების ინოვაციურ პროექტს ახორციელებს

წლების განმავლობაში ადამიანის უხეშმა ჩარევამ ველურ ბუნებაში გადააშენა ან გადაშენების პირამდე მიიყვანა უამრავი უნიკალური ინდივიდი. გაუცნობიერებელი ქმედებები გლობალურად უდიდეს ზიანს აყენებს ეკოსისტემას, ბუნების ბალანსის რღვევა კი ძალიან ძვირად უჯდება კაცობრიობას. გარდა ამისა, გლობალურმა პანდემიამ ყველა ერთად დაგვაფიქრა, რამდენად ძვირფასია დედაბუნება და რა მნიშვნელოვანია მასზე ზრუნვა ჩვენი კეთილდღეობისთვის.

"გამოღვიძება“ სოციალურად სასარგებლო პროექტია, რომელიც შეგვახსენებს გარემოზე ზრუნვის აუცილებლობას.

"ჩვენ შევეცდებით ვაჩვენოთ ადამიანებს, რა სარგებლის მომტანია ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრება - როგორ შეგვიძლია განვვითარდეთ, გადავდგათ ახალი ნაბიჯები ისე, რომ ბუნებას მინიმალური ზიანი მივაყენოთ“, - აღნიშნავენ პროექტის ორგანიზატორები.

2021 წლის ზაფხულში, პროექტის ფარგლებში გამართული სხვადასხვა ღონისძიებების მთავარი ლოკაცია მუსიკოსთა პარკი და მისი მულტიფუნქციური სივრცე- "სოციალური სივრცე“ იქნება.

რამდენიმე კვირაზე გათვლილი კამპანია მოიცავს სხვადასხვა პროექტებს, მუსიკალურ ღონისძიებებს და ეკოინიციატივებს, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არტისტები.

კამპანიის კულმინაცია კი იქნება “ბლექ სი არენას” საავტორო პროექტი, 40-წუთიანი აუდიოვიზუალური შოუ, რომელიც 28 აგვისტოს შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში გაიმართება.

ემბიენთის, პროგრესივ როკის, ელექტრონული მუსიკის და ფენტეზის ელემენტები ერთმანეთთან თანხვედრით ძალიან საინტერესო მუსიკალურ გამოცდილებას ქმნიან.

ზემოთ ხსენებული ეკო-ინიციატივები და კამპანიები ყველა სეგმენტსა და ასაკზე იქნება მორგებული. პარკის ვიზიტორებს უნიკალური შესაძლებელობა ეძლევათ, კონკრეტული ხელსაწყოების საშუალებით, მოუსმინონ მცენარეებს. ეს ხელსაწყო კი, ამ პროექტების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომელიც ბუნების უნივერსალურ ენას ყველას გააგებინებს.

"საავტორო უფლებათა ასოციაციის" ინოვაციური ონლაინპლატფორმა

"ერთ-ერთი შეტევა თეატრში დამემართა, სათანადო ადგილზე რომ არ ვმჯდარიყავი, გონებასაც დავკარგავდი..." - რას იხსენებს სოფიკო შევარდნაძე და რა კითხვით მიმართავს საზოგადოებას

დათო ხუჯაძის ქორწილის ამსახველი კადრები - როგორი ქორწილი გადაიხადა მომღერალმა ჩაქვში