ავტორი:

"4 შვილი ჰყავს დაკავებულს... ემუქრებოდნენ, არავის უთხრა, თორემ დედას მოგიკლავო" - 8 წლის გოგონას გაუპატიურების შემზარავი ამბის ახალი დეტალები

"4 შვილი ჰყავს დაკავებულს... ემუქრებოდნენ, არავის უთხრა, თორემ დედას მოგიკლავო" - 8 წლის გოგონას გაუპატიურების შემზარავი ამბის ახალი დეტალები

მარტვილის ერთ-ერთ სოფელში შოკისმომგვრელი დანაშაული მოხდა. 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის სამართალდამცველებმა მამა-შვილი დააკავეს და მათ სასამართლომ უკვე პატიმრობა შეუფარდა. ამ ამბის გახმაურების შემდეგ, ბრალდებულების საცხოვრებელ სახლს გოგონას ოჯახის წევრებმა, მეზობლებმა და ახლობლებმა ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს.

შემთხვევის ადგილზე ამ დროს სამართალდამცველები იყვნენ, თუმცა აღშფოთებული ხალხის შეჩერება ვერ შეძლეს. სოფლის მოსახლეობა ბრალდებულების ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს. დაკავებულებს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს. ის საქმის დეტალებზე არ საუბრობს, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება. ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა კიდევ ერთი არასრულწლოვნის, 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა.

"კვირის პალიტრას" სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი ესაუბრება:

"საშინელი ამბავია, წარმოუდგენლად მძიმეა ამაზე საუბარიც კი ჩემთვის. მთელი სხეული მიცახცახებს ამას რომ გიყვებით. ისინი ერთმანეთის მეზობლები არიან, ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ფაქტობრივად, ამ ბავშვის სახლში ჭამდნენ ეს გარეწრები საჭმელს, რადგან თვითონ ეკონომიკურად უჭირთ. დაკავებულს ამ ბავშვის ტოლი შვილები ჰყავს. ამიტომ ბავშვები ერთმანეთთან ხშირად დადიოდნენ. 63 წლის მამაკაცი ტრაქტორის მძღოლია. მისი შვილი, ზაალი, ადრე ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს.

4 შვილი ჰყავს ამ გარეწარს. თითქმის თანატოლები არიან მოძალადის შვილები და მსხვერპლი ბავშვები. წარმოგიდგენიათ, ორი წელია თურმე შვილის და შვილიშვილის ტოლა ბავშვზე ძალადობდნენ მამა-შვილი. ვესაუბრე ბავშვის დედას, ბავშვს უთქვამს დედისთვის ეს ამბავი, ემუქრებოდნენ თურმე არავის უთხრა, თორემ დედას მოგიკლავო, შენ მოგკლავთო და შეეშინდა. დედას მაშინათვე პოლიციისთვის უცნობებია, ექსპერტიზა ჩატარდა და დადასტურდა ეს საშინელი ამბავი. თურმე ბავშვისთვის გადაუბრალებია ერთ-ერთს ეს სისაძაგლე. უთქვამს, ბავშვმა მითხრა, ტელევიზორში ვუყურებდი ასეთ რამესო. იმ დეტალების გამეორებაც წარმოუდგენელია, რაც დღეს მოვისმინე ბავშვის ოჯახის წევრებისგან....განაგრძეთ კითხვა