ავტორი:

"უნდა მოგიყვეთ ყველაფერი, სულ ყველაფერი - კონსტანტინე, ცოტნე და გიორგი გამსახურდიების ნამდვილი ამბავი" - რას წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიას მეუღლე

"უნდა მოგიყვეთ ყველაფერი, სულ ყველაფერი - კონსტანტინე, ცოტნე და გიორგი გამსახურდიების ნამდვილი ამბავი" - რას წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიას მეუღლე

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს და ასევე იმ სიყვარულისა და თავგანწირვის შესახებ წერს, რომელიც ძმებს, ცოტნეს, გიორგისა და კონსტანტინეს ერთმანეთის მიმართ აქვთ:

"მეგობრებო, პირველ რიგში უდიდესი მადლობა სიყვარულისთვის და იმ დადებითი ემოციებისთვის, რომელსაც ვგრძნობთ თქვენი მხრიდან. სწორედ პოზიტივი და მხოლოდ პოზიტივი, საყვარელი ადამიანების გარემოცვა, სიმშვიდე და სპეციალური ვარჯიშები არის ექიმის ის დანიშნულება, რომლითაც ჩამოვედით, ასევე ექიმის რეკომენდაციით, მშობლიურ ქვეყანაში.

დღეს მომინდა თქვენც ყოფილიყავით თანამონაწილე ჩვენი, ჩემი და ცოტნეს, #გიორგიგამსახურდია-ს, Ani Abuladze-ს, Konstantine Gamsakhurdia-ს ბოლო პერიოდის ერთგვარი ტრადიციისა, როცა ერთად, თუნდაც დისტანციურად, ვხარობთ წინ გადადგმული ყოველი პატარა ნაბიჯით ცოტნეს საბოლოო გამოჯანმრთელების გზაზე, ვუზიარებთ ერთმანეთს სიხარულს,

სიყვარულს და ვამხნევებთ ერთმანეთს. ჩვენ მხოლოდ ერთი მიზანი გვამოძრავებს ახლა - ცოტნე დაუბრუნდეს მის ჩვეულ მდგომარეობას, და, რადგან ძალა ერთობაშია, ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ.

თქვენ არ იცით რეალურად როგორი ძმობა, სიყვარული და თავგანწირვა შეუძლიათ ერთმანეთისთვის, საყვარელი ადამიანებისა თუ ქვეყნისთვის ამ სამ ძმას.

ერთხელ უნდა მოგიყვეთ ყველაფერი, სულ ყველაფერი - კონსტანტინე, ცოტნე და გიორგი გამსახურდიების ნამდვილი ამბავი.

"მსგავსი შემთხვევების დროს, ჩოგბურთელებს შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ...რაც ვიცი, კარგი არაა" - რას ამბობ ენდი მარი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ

ირაკლი ღარიბაშვილი იუბილარია - როგორ მიულოცა მეუღლემ დაბადების დღე

"მე მიშიკოს ვეძახი... ჩვენს შორის იყო დიდი მიჯაჭვულობა. ფაქტობრივად, ძმასავით იყო, ჭკუას მარიგებდა" - რას ჰყვება გიული ალასანია ექსპრეზიდენტ შვილზე?