ავტორი:

"ოჯახური საკითხების გამო ჩამოვედი" - მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ბიძაშვილის ქორწილს დაესწრო: გიორგი ალასანიას ნიუ-იორკული, ზღაპრული ქორწილის ფოტოები

"ოჯახური საკითხების გამო ჩამოვედი" - მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ბიძაშვილის ქორწილს დაესწრო: გიორგი ალასანიას ნიუ-იორკული, ზღაპრული ქორწილის ფოტოები

"ოჯახური საკითხების გამო ჩამოვედი, ჩემი ბიძაშვილის ქორწილია აქვე მახლობლად. რადგან ამერიკაში ვარ, ტყუილად ხომ არ გადმოვიფრენდი ამხელა მანძილს, ძალიან ბევრი საქმე მაქვს ისედაც...“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ "ამერიკის ხმასთან“.

ექსპრეზიდენტი რამდენიმე დღეა ამერიკაში იმყოფება. ქორწილი გუშინ, 25 ივნისს გაიმართა. მიხეილ სააკაშვილის უფროსმა ბიძაშვილმა, გიორგი ალასანიამ ამერიკელ ქალზე, მეგან მაკმანუსზე იქორწინა.

ცერემონია ნიუ-იორკის მახლობლად, ტყესთან ახლოს, ლამაზ გარემოში გაიმართა. ambebi.ge-მ ქორწილის ფოტოები ექსკლუზიურად მოიპოვა.

"ჩვენი ტკბილი მეგანისა და ჯორჯის ქორწინებას აღვნიშნავთ. რა ლამაზი ქორწილია - კოცონი, ტყე... გილოცავთ საყვარლებო“, - წერს მეგანის ერთ-ერთი მეგობარი შელონი.

"მაგიური ქორწილი", - ასე აფასებენ ქორწილის ცერემონიას წყვილის მეგობრები.

წყვილის მეგობრები - ფოტო ქორწილიდან

გიორგი ალასანია წლების წინ ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული. მისი მეუღლე ქართველი მილიონერის, დავით დუმბაძის ქალიშვილი ელენე დუმბაძე გახლდათ. გოგონა ცნობილი პლასტიკური ქირურგის, ვახტანგ ხუციძის (წოპეს) შვილიშვილია. ელენე დუმბაძის და გიორგი ალასანიას ქორწინება ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში თავიდანვე მოექცა.

ელენე დუმბაძე და გიორგი ალასანია

წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა და საცხოვრებლად ამერიკაში გაემგზავრა. თუმცა ქორწინება მალე დასრულდა და ელენე და მისი რძალი, ლიკა ევგენიძე, ძმებს გიორგი და ნიკა ალასანიებს თითქმის ერთდროულად დაშორდნენ.

ელენეს და გიორგის ერთი საერთო შვილი, მიხეილ-დავით ალასანია ჰყავთ, რომელიც თავის ბიძაშვილებთან ერთად მამის ქორწილს დაესწრო. ამერიკაში იმყოფებიან ლიკა ევგენიძისა და ნიკა ალასანიას საერთო შვილებიც - ალექსანდრე და ანა სოფია.

ბავშვების ფოტოებს სოციალურ ქსელში გიორგი და ნიკა ალასანიების დედა, ქეთევან ალასანია აქვეყნებს და კომენტარებში წერს, რომ მათ სტუმრობას შტატებში თითქმის ორი წელი ელოდებოდა.