ავტორი:

გიორგი გახარიას პარტიას ბათუმში ნაქირავებ ოფისს ატოვებინებენ

გიორგი გახარიას პარტიას ბათუმში ნაქირავებ ოფისს ატოვებინებენ

გიორგი გახარიას პარტიას - "საქართველოსთვის“ ბათუმში ნაქირავებ ოფისს ატოვებინებენ. პარტიაში მომხდარს ოფისის მეპატრონეზე ზეწოლას უკავშირებენ და ამბობენ, რომ შექმნილი ვითარების გამო ისინი ფართს დატოვებენ.

აჭარაში პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ირაკლი მიქელაძის განცხადებით, ოფისის მეპატრონე ეუბნებოდა, რომ მათი პარტიის მხარდამჭერი იყო, თუმცა მოულოდნელად პოზიცია შეცვალა. მიქელაძის განცხადებით, მმართველი პარტია ახლა ისე იქცევა, როგორც "ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს "ქართულ ოცნებას“ ექცეოდა.

"სახელისუფლებო პარტია იქცევა ზუსტად ისე, როგორც ექცეოდა "ნაციონალური მოძრაობა“ "ქართულ ოცნებას“ 2012 წელს. ვისგანაც ოფისი ვიქირავეთ, მან დღეს გააკეთა განცხადება. ამ ადამიანთან გუშინაც კი გვქონდა კომუნიკაცია და ის ღიად აფიქსირებდა მხარდაჭერას ჩვენი გუნდისადმი. მხოლოდ დღეს შეიცვალა მისი პოზიცია.

მიზეზად დასახელდა ის ფაქტი, რაც მედიის საშუალებით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, რაც სისულელეა. მთელი რეგიონის მასშტაბით ვაპირებთ ოფისის გახსნას. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვიფიქსირებენ, რომ მიუხედავად მათი სურვილისა, რომ ოფისი მოგვაქირაონ, ვერ ახერხებენ დაშინების და შანტაჟის გამო, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება.

ჩვენ ამ ადამიანის გვესმის და ვუთანაგრძობთ. ჩვენ გავითვალისწინებთ მის რთულ მდგომარეობას და ოფისს დავტოვებთ. თუმცა ეს არ გახდება დამაბრკოლებელი, ეს ვერ გახდება მიზეზი, რომ მუშაობა შევაჩეროთ. თუ ყველა ადამიანს დააშინებენ რეგიონში რომ არ მოგვაქირაონ ოფისი, საკუთარ სახლებში გავხსნით ოფისს“,- განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.

ამასთან, დღეს ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ოფისის მეპატრონემაც და აღნიშნა, რომ პარტიას მისი კუთვნილი ფართის დატოვებას პოლიტიკური სურათის ცვლილების გამო სთხოვს.

"კეთილი ინებოს პრეზიდენტმა, მივიდეს პრაიდზე, გაიკეთოს ცისარტყელას ფერის შარფი, აჩვენოს მოქალაქეობრივი თვითშეგნება" - რომან გოცირიძე

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, "ნაცმოძრაობის“ წევრმა რუსეთის ჰიმნი ჩართო

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"