ავტორი:

"დიაგნოზი კიდევ ვერ დასვეს, ელოდებიან დამატებითი კვლევის პასუხებს" -  როგორია ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"დიაგნოზი კიდევ ვერ დასვეს, ელოდებიან დამატებითი კვლევის პასუხებს" -  როგორია ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

რამდენიმე დღეა, რაც ერი-ს ლიდერ ლევან ვასაძეს თურქეთში, კერძოდ, სტამბოლის კლინიკაში დიაგნოსტიკური გამოკვლევა უტარდება. როგორც ცნობილია, ბიზნესმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, რისი მიზეზიც საქართველოში ვერ დაადგინეს და ამიტომ 23 ივნისს მისი თურქეთში გამგზავრება გადაწყდა.

როგორც მისი თანაგუნდელები ამბობენ, ლევან ვასაძეს რამდენიმე კვლევა ჩაუტარდა, მაგრამ დიაგნოზი ჯერ არ არსებობს.

ambebi.ge მის თანაგუნდელ სოსო მანჯავიძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ლევან ვასაძე დღეს-ხვალ თავად გააკეთებს განცხადებას თურქეთის კლინიკიდან:

"ჯერ არაფერი ვიცით. მარტო ის ვიცი, რომ ლევანი ხვალ-ზეგ თვითონ ჩაერთვება "ლაივში“ თურქეთიდან და გააკეთებს ვიდეო ან აუდიო განცხადებას. დღესაც შეიძლება ეს გაკეთდეს, ზუსტად არ ვიცი“.

როგორც პოლიტიკოსმა ხათუნა ხოფერიამ გვითხრა, ექიმებმა ცუდი დიაგნოზი 90%-ით გამორიცხეს:

"90%-ით გამოირიცხა ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ყოფილიყო. ზუსტად არ ვიცი, რაზე ეჭვობდნენ... ელოდებიან დამატებითი კვლევის პასუხებს, რომელიც დღეს-ხვალ იქნება და შემდეგ დასვამენ დიაგნოზს. ლევანი ჯანმრთელი ადამიანია, ამიტომაა საკვირველი - ადამიანი იყო ცუდად, დიაგნოზის დასმა კი ასე გაჭირდა“.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"დამიდგინდა მძიმე დაავადება, არსებობს თუ არა სამხედრო ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია ამ დაავადების გამოწვევა, ვერ გავარკვევ" - ლევან ვასაძე მიმართვას ავრცელებს

"ოპოზიციის მიერ მერობის კანდიდატად ნიკა მელია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის - ელენე ხოშტარია... საბოლოო გადაწყვეტილებას ორ დღეში გაიგებთ" - ბოკერია