ავტორი:

ხულოში ავტომობილი ხევში გადავარდა - დაიღუპა მძღოლი

ხულოში ავტომობილი ხევში გადავარდა - დაიღუპა მძღოლი

ხულოში, სოფელ ვერნებთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუა ხნის მამაკაცი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა.

მათი თქმით, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თბილისში, პეტრიწის ქუჩაზე ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ისნის რაიონში ხანძარია

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა