ავტორი:

რა არის სამოგზაურო ყუთი? - პირველი ინოვაციური პროდუქტი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში

რა არის სამოგზაურო ყუთი? - პირველი ინოვაციური პროდუქტი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში

ტურიზმის სექტორი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც პანდემიის დარტყმა უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში ყველაზე მეტად განიცადა. საზღვარგარეთ მოგზაურობა და დასვენება ბევრისთვის სანატრელი გახდა, თუმცა ამასობაში, მეტი აქტუალობა შიდა ტურიზმმა შეიძინა.

ამასობაში, თითქმის ერთი წლის წინ, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში გარკვეული ვაკუუმის შევსება ახალმა კომპანიამ სცადა - მოგზაურობის მოყვარულებისათვის ინოვაციური პროდუქტი - Travel Box შეიქმნა, რომელმაც პანდემიის პერიოდში იმაზე იზრუნა, რომ ადამიანებს სიურპრიზებით სავსე დასვენების მოწყობისა და ნებისმიერი სეზონის გამრავალფეროვნების საშუალება მიეცა.

Travel Box-ის ინოვაციურობა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ სეზონზე ახალი ყუთის გამოწერაა შესაძლებელი, რომელიც ახალი, სპეციალურად სეზონისთვის დამზადებული დიზაინით გამოირჩევა და მოიცავს საქართველოს რეგიონების საუკეთესო სასტუმროებიდან ერთ-ერთის ვაუჩერს, ისევე, როგორც მოგზაურობისთვის საჭირო სპეციალურად შემოთავაზებულ ნივთებსა და პროდუქტებს. მომხმარებელი სასურველ რეგიონს ირჩევს, საუკეთესო სასტუმროებიდან ერთი კი მას შემთხვევითობის, ლატარიის პრინციპით ხვდება - ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ისეთი მექანიზმია, რაც მოხმარებლებს უქმნის კომფორტს, მათ ამა თუ იმ სასტუმროსთან ან საჭირო ნივთებთან და პროდუქტებთან დაკავშირებით საუკეთესო გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის გარეშე მიიღოს.

ყუთში ყოველ სეზონზე განახლებული, 10-დან 15-მდე საჭირო ნივთი და პროდუქტია, მას მოჰყვება Travel Box-ის მიმდინარე სეზონის - ამჟამად,ზაფხულის კატალოგი, სადაც შემოთავაზებული სასტუმროების, პროდუქტებისა და ნივთების შესახებ ინფორმაციაა მოცემული.

ზაფხულის სეზონზე, როცა მოგზაურობა და დასვენება ყველაზე აქტუალურია, და ამასობაში, პანდემიის აფეთქებაც შედარებით დაბალია, ყუთით დაინტერესება დღითიდღე იზრდება. ზაფხულის Travel Box-ით სარგებლობა პირველი ივნისიდან 31 აგვისტომდეა შესაძლებელი.

შესაბამისად, 2021 წლის ზაფხულის Travel Box-ი გთავაზობთ:

- ოთახს 2 ღამით 2 ადამიანისთვის რჩეულ სასტუმროში;

- სეზონურად შერჩეულ სამოგზაურო ნივთების ნაკრებს;

- მოგზაურობისთვის საჭირო პროდუქტებს.

რაც შეეხება პარტნიორებს, ზაფხულის Travel Box - ის პარტნიორი სასტუმროები არიან:

  • კახეთის რეგიონი: ახაშენი ღვინის კურორტი და სპა, შატო მერე, ზუზუმბო რეზორტი და სპა, ამპელო, ჰოლიდეი ინნ თელავი
  • აჭარის რეგიონი: კასტელო მარე, ტაპი რუჟი
  • მცხეთა-მთიანეთის რეგიონი: რუმს ყაზბეგი, მარკო პოლო გუდაური, კვადრუმი გუდაური.
  • სამცხე-ჯავახეთის რეგიონი: ქრაუნ პლაზა ბორჯომი, რუმს კოხტა, კრისტალი ბაკურიანი.
  • სამეგრელო: ლეთო ზუგდიდი
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი: ფოსტა მესტია
  • გურია: მაგნიკა რეზორტი და სპა

ჩამოთვლილი სასტუმროები Travel Box-ის მომხმარებლების მისაღებად მზად არიან. ინოვაციური პროდუქტის, ზაფხულში მოგზაურობისა და დასვენების შესახებ კი AMBEBI.GE-ს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, ნანუკა ჩხაიძე ესაუბრა.

- ყუთი ყოველ სეზონზე ახალია, როგორც ვიზუალით ასევე შემადგენლობით. მიმდინარე ზაფხულის Box-ს გამოყენების ვადა პირველი ივნისიდან 31 აგვისტომდე აქვს. მექანიზმი ასე მუშაობს: მომხმარებელი უნდა ეწვიოს ჩვენს ვებ გვერდს: www.travelbox.ge და გამოიწეროს მიმდინარე ზაფხულის ბოქსი. არსებული წესების თანახმად, თრეველ ბოქსის გამოწერის შემთხვევაში, სასურველ რეგიონს მომხმარებელი თავად ირჩევს. თუ რეგიონში რამდენიმე სასტუმროა, ვაუჩერს კომპანია ლატარიის პრინციპით გადმოგცემთ.

Travel Box-ის ღირებულება 420 ლარია.

გარდა ამ ბოქსისა, მომხმარებელს ვთავაზობთ სიახლეს - თრეველ ბოქს პრაიმს, რომელიც მოიცავს საზღვაო სეზონის მაღალი კლასის სასტუმროებს, მისი ღირებულება კი 750 ლარია.

თრეველ ბოქს პრაიმი მოიცავს შემდეგ სასტუმროებს:

  • შერატონ ბათუმი, ჰილტონ ბათუმი, ჯორჯიან პალასი.

- როგორც ვიცი, Travel Box-მა ფუნქციონირება დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიწყო - პანდემიის პირობებში მუშაობა არ გაგიჭირდათ?

- დიახ, პირველი ყუთი შარშან, აგვისტოში ჩაეშვა, ანუ დაახლოებით წელიწადია, რაც კომპანია არსებობს და ზაფხულის ყუთი გაყიდვაში უკვე მეორე სეზონია. პანდემიის პირობებში, როცა თითქმის არაფერი მუშაობდა, კომპანია საკმაოდ კარგად განვითარდა. საერთოდ, რა თქმა უნდა, ზაფხულის პერიოდში პროდუქტით დაინტერესება იზრდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად, ამ ვითარებას ჩვენი კომპანიის განვითარებისთვის ხელი არ შეუშლია. ამასთან, ყუთი ისეთ პერიოდში ჩაეშვა, რომ საზღვრებს გარეთ ვერავინ მიდიოდა და ხალხმა ძირითადად, საქართველოს რეგიონებში დაიწყო მოგზაურობა.

- რას იტყვით ზაფხულში მოგზაურობასა და დასვენებაზე და კონკრეტულად იმ სამოგზაურო ყუთზე, რომლის შეთავაზებაც ამ სეზონზე გაქვთ?

- რა თქმა უნდა, ზაფხული დასვენებასთან და მოგზაურობასთან ასოცირდება, შესაბამისად, ეს ნამდვილად იდეალური პერიოდია სამოგზაუროდ. თუმცა, ხშირად მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზება საკმაოდ რთული და დამღლელი ხდება. ჩვენი შეთავაზებით მომხმარებლებს ვთავაზობთ მაქსიმალურ კომფორტს და ვუმარტივებთ მოგზაურობის დაგეგმვას. რაც შეეხება ჩვენს ნივთებს და პროდუქტებს, რა თქმა უნდა, სეზონის შესაბამისად გვაქვს არჩეული და თავიდან ბოლომდე მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული.

Travel Box ელოდება მოგზაურობის მოყვარულებს და შემდეგი სეზონისთვისაც განსაკუთრებით ემზადება - მიმდინარე წლის როგორც ზაფხულში, ასევე შემოდგომაზე კომპანია მოგზაურებს ბევრ სურპრიზსა და სიახლეს შესთავაზებს.

R

როგორ შევქმნათ ორიგინალური დიზაინის ფოტოწიგნი თავად - დიზაინერის რჩევები

“ფილიპ მორის საქართველო” განცხადებას ავრცელებს

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან