ავტორი:

"ყველაფერი ვალშია, ყველაფერი დალომბარდებულია, საქართველო ევროპის ნაცვლად, აფრიკაშია" - გიორგი ვაშაძე

"ყველაფერი ვალშია, ყველაფერი დალომბარდებულია, საქართველო ევროპის ნაცვლად, აფრიკაშია" - გიორგი ვაშაძე

40 711 645 000 - ეს არის საქართველოს მოქალაქეების და ქართული ბიზნესის ვალი საფინანსო ინსტიტუციებთან, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პარლამენტში.

როგორც ვაშაძე აცხადებს, საქართველოს ჯამური ვალი 74 200 654 000 ლარია, რომელიც ერთი მხრივ სახელმწიფომ დააგროვა, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს მოქალაქეების და ბიზნესის ვალად ითვლება საბანკო ინსტიტუციებისთვის.

„ეს არის სხვა ვალი, მეორე ძალიან დიდი ვალი, რომელიც საქართველოში დაგროვდა, წინა გამოსვლისას რომ გაჩვენეთ, 33 489 000 000 ლარი - ეს კიდევ სხვა ვალია. შესაბამისად ამ 2 ციფრს თუ გავაერთიანებთ, რაც ბატონ ფინანსთა მინისტრს დავუთვალეთ წინა სხდომაზე - საქართველოში გამოდის, რომ ჯამური ვალი 74 200 654 000.

ეს არის ვალი, რომელიც ერთი მხრივ სახელმწიფომ, ანუ თქვენ დააგროვეთ სახელმწიფო ვალი და მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს და ბიზნესს აქვს ვალი საბანკო ინსტიტუციებისთვის.

ეს ვალი და ეს ციფრი მიუთითებს, რომ ყველაფერი ვალშია, ყველაფერი დალომბარდებულია, აბსოლუტურად უმძიმესი ვითარებაა ქვეყანაში.

რა მიიღო საქართველომ ამ ვალის ასეთი კოლოსალური ზრდით?

ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკა ალბათ ბევრს ჰგონია, რომ შეიძლება გაიზარდა საქართველოში - "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში: დოლარში შემცირდა 147$-ით; წლიური ინვესტიციები შემცირდა 1 მლრდ დოლარიდან 616 მლნ დოლარამდე; საშუალო ხელფასი 134$-იდან შემცირდა 100$-მდე; სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდა 82 500 ადგილით; 1 000 654 000 იყო სამუშაო ძალა - 200 000-მა ადამიანმა იმიტომ, რომ ვერ ნახა ადგილი ქვეყანაში დატოვა საქართველოს ტერიტორია. უმუშევრობა გაიზარდა.

შობადობა და დემოგრაფია - უმძიმესი ვითარება გვაქვს, შემცირდა. ,,ქართული ოცნების" მოღვაწეობის პერიოდში ბატონო პრემიერო, განახევრდა ქორწინების რაოდენობა და ვართ უმძიმეს დემოგრაფიულ ვითარებაში და პირობებში.

რა მიიღო საქართველომ ,,ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში? - საქართველო ევროპის ნაცვლად, რეალურად აფრიკაშია. ჩვენთან ისევე შიათ, როგორც აფრიკაში. ჩვენთან ისეთივე უმუშევრობის მაჩვენებელია, როგორც აფრიკაში. ჩვენთან ისეთივე დიდი ვალებია, როგორც აფრიკაში.

დღეს საქართველოში ფაქტობრივად ადამიანები ვალს იღებენ იმისთვის, რომ იყიდონ მედიკამენტები და ამის მაგალითია პენსიონრები. დღეს საქართველოში ადამიანები ვალით ყიდულობენ ყოველდღიურ საჭმელს - პურს. დღეს საქართველოში ვალის ვალით ცხოვრობს ხალხი. ჯერ აქვს ბანკის ვალი, მერე მიკროსაფინანსოში იღებს, რომ ბანკში გადაფაროს, მერე ესეც რომ არ ჰყოფნის, მიდის ლომბარდში და მერე კარგავს ქონებას!

დიახ! "ქართული ოცნების" მოღვაწეობის და მმართველობის პერიოდში საქართველო გაღარიბდა/დაკარგა ეკონომიკა/დაკარგა პერსპექტივა. ქართველი ხალხი არის ვალებში! იხრჩობა ვალებში! სახელმწიფოს აქვს აკიდებული უზარმაზარი ვალი და პერსპექტივა არ ჩანს არსად", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"მოულოდნელად დაემართა იშემიური ინსულტი... უნდა გადარჩეს წლინახევრის შვილთან დასაბრუნებლად" - მალხაზ პაპუნაშვილს დახმარება სჭირდება

"მაღაზიები როგორ იქცევიან, პასუხისმგებელი არ ვარ..." - რატომ გაძვირდა პური 10 თეთრით და რა პროგნოზს აკეთებს მალხაზ დოლიძე

საშემოსავლო გადასახადი შესაძლოა განახევრდეს, ხელფასის გაცემა კი თვეში ორჯერ მოხდეს - რა ინიციატივაზე იმსჯელებს პარლამენტი