ავტორი:

ბაიდენის მოკითხვა ღარიბაშვილს, რიკერ-ზალკალიანის შუამავლობით

ბაიდენის მოკითხვა ღარიბაშვილს, რიკერ-ზალკალიანის შუამავლობით

დავით ზალკალიანს პრეზიდენტ ბაიდენის მოკითხვა გადავეცი პრემიერ ღარიბაშვილისადმი, - ამის შესახებ ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი პრიორიტეტულია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ჩემი მეგობრის, ჩემი კოლეგის, დავით ზალკალიანის ნახვა. მას გადავეცი მოკითხვა სახელმწიფო მდივან ბლინკენისგან და ასევე, რა თქმა უნდა, გადავეცი პრეზიდენტ ბაიდენის მოკითხვა პრემიერისადმი. ვფიქრობ, ჩემი ვიზიტი რეგიონში იყო ძალიან სასარგებლო, მოვახერხეთ დავწეოდით ბოლო დროის მოვლენების განვითარებას. საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი პრიორიტეტულია ჩვენთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს რეგულარულ დიალოგსა და საუბრებს. რა თქმა უნდა, ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ თბილისში ჩვენს საელჩოსთან, რომელიც კვლავ აქტიურ როლს ასრულებს 19 აპრილის შეთანხმების სრული იმპლემენტაციისთვის. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ გააგრძელოს წინსვლა. ჩვენ რასაკვირველია, აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა, სუვერენიტეტს და სტაბილური განვითარებადი დემოკრატიის წარმატებას”, - განაცხადა ფილიპ რიკერმა.

შეგახსნებთ, ზალკალიანი რიკერს რომში, გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა.

"ის, რაც ხდება თბილისში, არის "პრაიდის“ უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის, "ნაციონალური მოძრაობისა“ ინტერესებში" - ირაკლი კობახიძე

"როცა მასაზეა საუბარი, რთულია რეაგირება" - ირაკლი კობახიძე განმარტავს, თუ რატომ არ ჰქონდა შსს-ს რეაგირება ყველა ძალადობრივ ფაქტზე

ბრიტანელი პარლამენტარი დოკუმენტური ფილმის "ღირსების მარშის“ თრეილერს აზიარებს და ღარიბაშვილს ფილმის ნახვისკენ მოუწოდებს