ავტორი:

როგორ გამოიყურება ილონ მასკის 37,5 მლნ დოლარად შეფასებული სასახლე, რომელსაც მილიარდერი ყიდის - ფოტოები

როგორ გამოიყურება ილონ მასკის 37,5 მლნ დოლარად შეფასებული სასახლე, რომელსაც მილიარდერი ყიდის - ფოტოები

Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა Twitter- ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის უკანასკნელ სასახლეს, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, ყიდის. ვილა საიტზე Zillow შეფასებულია 37,5 მილიონ დოლარად.

”გადავწყვიტე გავყიდო ჩემი სახლი. ეს განსაკუთრებული ადგილია. მისი შეძენა დიდ ოჯახს შეუძლია“ - წერს მასკი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სასახლე ერთადერთი უძრავი ქონებაა, რომელიც მასკის მფლობელობაში ფიქსირდება. გასული წლიდან მასკი ოჯახთან ერთად ტეხასში ცხოვრობს, საცხოვრებელს წელიწადში 50 000 დოლარად ქირაობს.

ბოლო სასახლე მასკმა ProPublica- ს მიერ გამოძიების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის შემდეგ გაყიდა.

ვილას შიდა სივრცე, რომელიც ახლა იყიდება, 1,486 კვ.მეტრს შეადგენს. მასკმა სახლი 2017 წელს 23 მილიონ დოლარად, ფრანგი გრაფ კრისტიან დე გვინეა IV- ის შთამომავლისგან შეიძინა. Zillow-ს თანახმად, 1916 წლის სასახლე 47 ჰექტარზე მდებარეობს. ავტოფარეხში 11 მანქანის ადგილია.

ტერიტორიაზე მდებარეობს საცურაო აუზი, საფეხმავლო ბილიკები, კანიონი და წყალსაცავი. სახლს აქვს სამეჯლისო დარბაზი, საბანკეტო დარბაზი და ფართო პროფესიონალური სამზარეულო. სასახლის შიგნით ასევე არის ექვსი საძინებელი და 10 სველი წერტილი.

ნახეთ მეტი ფოტო