ავტორი:

"გეკითხებით, შაჰინი უფრო მაგარია და მას უნდა მოვუსმინოთ თუ ბოკერიას? შარლ მიშელს მოვუსმინოთ თუ შალვა ნათელაშვილს? - ორივე "შ“-ზე იწყება" - გიორგი ვაშაძე

"გეკითხებით, შაჰინი უფრო მაგარია და მას უნდა მოვუსმინოთ თუ ბოკერიას? შარლ მიშელს მოვუსმინოთ თუ შალვა ნათელაშვილს? - ორივე "შ“-ზე იწყება" - გიორგი ვაშაძე

არ ვაპირებ, რომ გიგა ბოკერიას, კაკო ბობოხიძეს, რომელსაც თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები აქვთ, გადავაყოლო ჩემი ქვეყნის ინტერესი - ბოკერიამ დიდი შეცდომა დაუშვა, რომ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და ამით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო ასპარეზზე დაასამარა საკუთარი პოლიტიკური პერსპექტივა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ვიწროპარტიულად არ უნდა ვიფიქროთ, როდესაც ამერიკა, ევროპა და ნატო ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი მათთან დაახლოების გზა არის.

ვაშაძემ აღნიშნა ისიც, რომ უკვირს იმ ადამიანების, ვინც შეთანხმების დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

„მეამაყება, რომ ვარ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული დოკუმენტის ხელმომწერი. ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, ვინც ხელი არ მოაწერა ან არ აწერს დღემდე. ევროპა ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი არის ევროპასთან დაახლოების გზა. ნატო ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკომენტი არის ნატოსთან დაახლოების გზა. ამერიკა ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი არის ნატოსთან დაახლოების გზა. თქვენ ბატონო, ვისაც გინდათ მოუსმინეთ. მე არ ვაპირებ, რომ გიგა ბოკერიას, კაკო ბობოხიძეს, რომელსაც თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები აქვთ, იმას გადავაყოლო ჩემი ქვეყნის ინტერესი. გეკითხებით, შაჰინი უფრო მაგარია და შაჰინს უნდა მოვუსმინოთ თუ ბოკერიას? ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მოვუსმინოთ თუ შალვა ნათელაშვილს? ორივე შ-ზე იწყება.

ბოკერიამ დიდი შეცდომა დაუშვა, რომ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და ამით ვფიქრობ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო ასპარეზზე დაასამარა საკუთარი პოლიტიკური პერსპექტივა.

სანამ ეს ადამიანები არ მიხვდებიან, რომ ამხელა ისტორიულ ეტაპს გავდივართ და ვიწრო პარტიულად არ უნდა ვიფიქროთ და უნდა შეხედო ცოტა გრძელვადიანად ამ ყველაფერს, მანამდე მათ დიდი პრობლემები ექნებათ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“ , - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძემ „ლელოს“ პოზიციაც შეაფასა, რომელმაც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება გაუკვირდა.

„ლელოსგან“ გამიკვირდა ეს პოზიცია. მათი ეს მოტივაცია იყო 40%-იან ბარიერთან დაკავშირებით. აქ პრობლემას ვერ ვხედავ. ამათმა ხომ არ თქვეს, რომ წინააღმდეგი ვართ ამ კანონის, უბრალოდ, თავი შეიკავეს. ზუსტად ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ თავი შეიკავა, აჩვენებს, რომ ეს არის ძალიან მაგარი დოკუმენტი, თორემ რას იზამდა „ნაციონალური მოძრაობა“?

სპეციალური აბები უნდა ვთხოვო ფარმაცევტულ რომელიმე დიდ გიგანტს, რომ მოიგონოს ქართველი პოლიტიკოსებისთვის, რათა მეხსიერება აღუდგინოს. გადაყლაპონ ხოლმე ეს აბები და აღიდგინონ მეხსიერება. არ მიყვარს არათანმიმდევრულობა - დღეს ერთი, ხვალ მეორე. „სტრატეგია აღმაშენებელი“ და შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი ვართ ყველაზე თანმიმდევრულები. ზუსტად ვიცი, რომ არა ჩვენი მხარდაჭერა გუშინდელ დღეს, ამ კანონის ჩავარდნის დიდი შანსი იყო. იქ რა იქნებოდა იცით? ჩავიდოდით დასავლეთში და იტყოდნენ: უი, მეგობრებო, თქვენც ხომ არღვევთ მიშელის დოკუმენტს და მარტო „ქართულ ოცნებას“ რატომ სთხოვთ ამას ? - აი, ეს იქნებოდა“, - განაცხადა ვაშაძემ.

"მე ვაყალიბებ ახალ პოლიტიკურ პარტიას!" - რეზო ამაშუკელი

"ვეხმაურები ამ მძიმე ფაქტს... დარწმუნებული ვარ, დამნაშავე სათანადოდ დაისჯება" - რას წერს კალაძე "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"