ავტორი:

კიმ ჩენ ინის წონაში კლების გამო, ჩრდილოეთ კორეელები "დამწუხრებულნი" არიან - "როცა დავინახეთ, ყველამ ტირილი დავიწყეთ"

კიმ ჩენ ინის წონაში კლების გამო, ჩრდილოეთ კორეელები "დამწუხრებულნი" არიან - "როცა დავინახეთ, ყველამ ტირილი დავიწყეთ"

ბოლო კვირებია, რაც სოციალურ ქსელებში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის წონაში მკვეთრი დაკლება საზოგადოების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა კიმ ჩენ ინის ახალი ვიდეოკადრები, სადაც ის გაცილებით უფრო გამხდარია, ვიდრე ადრინდელ ვიდეოებში.

აღნიშნულს ზოგიერთი უზენაესი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირებს, ზოგიც ცხოვრების ჯანსაღ წესს.

როგორც BBC წერს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ამგვარმა მდგომარეობამ, სავარაუდოდ, "შეშფოთება გამოიწვია მოქალაქეებში", რაც იმით გამოიხატება, რომ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო არხმა უჩვეულო ვიდეორგოლი გაუშვა ეთერში.

ვიდეოში მოქალაქეები საუბრობენ იმის შესახებ, თუ როგორი დამწუხრებულები არიან კიმის მდგომარეობის გამო და რომ ტირილი დაიწყეს, როცა უზენაესი ლიდერი ასე გამხდარი დაინახეს.

კიმ ჩენ ინის გახდომის გამო "დამწუხრებული" მოქალაქე

"ვხედავთ ბატონ კიმს და ჩვენ ყველანი ძალიან დამწუხრებულები ვართ. მისი ამ მდგომარეობაში ნახვის შემდეგ, ყველამ ტირილი დავიწყეთ“, - ამბობს ფხენიანის მკვიდრი.

სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფა ფილიპინებში - მაშველებმა 31 ცხედარი იპოვეს

ტრაგედია როსტოვში: ავტომობილში გარდაცვლილი ბავშვები იპოვეს - სიკვდილის მიზეზად ჰაერის მაღალი ტემპერატურა სახელდება

ძლიერი წვიმა და მეწყერი იაპონიაში - გარდაცვლილია 2 ადამიანი, 20-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება