ავტორი:

"გირჩის სამეფოს" ახალი თავკაცი ჰყავს - "ის ჩვენთვის ფანტასტიკური შენაძენია“

"გირჩის სამეფოს" ახალი თავკაცი ჰყავს - "ის ჩვენთვის ფანტასტიკური შენაძენია“

პარტია "გირჩი“ თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატების დაყენებას არ აპირებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა "გირჩის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მთავარი ამბავი არის ის, რომ ამ ეტაპზე ჩვენ არ ვაპირებთ არც მაჟორიტარობის და არც მერობის კანდიდატების დაყენებას. ჩვენთვის ეს არის საპარლამენტო და ლეგიტიმაციის არჩევნები. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ არჩევნებზე წარმატების მიღწევა გვინდა. ჩვენთვის წარმატება ნიშნავს, მინიმუმ გავიმეოროთ იმ არჩევნების შედეგები, რაც საპარლამენტო არჩევნებისას გვქონდა, ანუ ჩვენ, პარლამენტარებს გვქონდეს იმის სრული განცდა, რომ იქ ლეგიტიმურად ვსხედვართ და ვლაპარაკობთ“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მეგრელიშვილმა ამავე პრესკონფერენციაზე "გირჩის" პარტიის თავკაცად და საარჩევნო კამპანიის მენეჯერად პარტიის ახალი წევრი ოთარ ზაკალაშვილი წარადგინა.

"3 თვეში გვაქვს ახალი არჩევნები. ზუსტად ამ ახალი არჩევნებისთვის გვინდა წარმოგიდგინოთ ის ადამიანები, რომლებიც წაიყვანენ "გირჩს“ და პარტიის მთავარი სახეები იქნებიან. ეს არის ჰერმან საბო, ჩვენი მეფე. მეორე, ახალი ადამიანი, ოთო ზაკალაშვილი, რომელიც ჩვენი საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელიც არის და თბილისის საკრებულოს სიის წევრიც.

ოთო არის პროგრამისტი, ჩვენი პორტალის დეველოპერი. ახლა გადაწყვიტა, რომ ამერიკაში სამსახურს თავი დაანებოს და აქტიურად ჩაერთოს "გირჩის“ კამპანიაში. ოთო ჩვენთვის ფანტასტიკური შენაძენია“, - აღნიშნა მეგრელიშვილმა.

"პარტია "საქართველოსთვის" "ნაცმოძრაობასთან" ალიანსს არ და ვერ განიხილავს" - გიორგი გახარია

როგორ შეირჩევა ცესკო-ს ახალი თავმდჯომარე - რა პროცედურებს ითვალისწინებს შეცვლილი "საარჩევნო კოდექსი"

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ვენახში დიდი შვიდეულის ელჩებს უმასპინძლა - რა ფოტოებს აქვეყნებს ექსპრეზიდენტი