ავტორი:

"სკოლაში მაბულინგებდნენ... ამ როლზე მუშაობისას, ჩემს თავს ვეუბნებოდი, გაიხსენე, მაშინ თავს როგორ გრძნობდი-მეთქი" - როგორია "ელენკას" რეალური ცხოვრება?

"სკოლაში მაბულინგებდნენ... ამ როლზე მუშაობისას, ჩემს თავს ვეუბნებოდი, გაიხსენე, მაშინ თავს როგორ გრძნობდი-მეთქი" - როგორია "ელენკას" რეალური ცხოვრება?

"როდესაც "ჩემი ცოლის დაქალებში" ელენკას როლზე დამამტკიცეს, ძალიან გამიხარდა, უარყოფითი პერსონაჟის თამაშის გამოცდილება არ მქონდა, თან მაინტერესებდა და ბედნიერი ვიყავი, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა. დედა მაფრთხილებს, ნინია, ქუჩაში სათვალე გაიკეთე და პირბადე არ მოიხსნაო: ნეგატიური და აგრესიული კომენტარების გამო ეშინია", - ამბობს მსახიობი ნინია შეყილაძე. რას ფიქრობს საკუთარ პერსონაჟზე, იყო თუ არა თავად ბულინგის მსხვერპლი, რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ, როგორ იქცევა მაშინ, როცა რთული პერიოდი აქვს და ვინ ენატრება ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ჯერ ვფიქრობდი, ჟონგლიორი გამოვსულიყავი, მერე ტაქსის მძღოლობა მინდოდა, მერე მხატვრობით ვიყავი გატაცებული, მერე ბალერინობას ვაპირებდი და ბოლოს მსახიობი გამოვედი. მსახიობობის სურვილი ჩემში თანდათან მოვიდა და უფრო და უფრო განმტკიცდა. თეატრალურ სტუდიაში დავიწყე სიარული, ერთი პერიოდი "შუა ქალაქში" ვთამაშობდი, სკოლის დასრულების შემდეგ, ლონდონის ერთ-ერთ კოლეჯში დაფინანსება მოვიპოვე და სამსახიობოზე ვისწავლე. კოლეჯის დასრულების მომდევნო 2 წელი იქ გავატარე. საქართველოში პანდემიის გამო ჩამოვედი. ვიფიქრე, ლონდონში მარტო უნდა ვიყო, დასტრესილი, ასეთ ყოფნას რა აზრი აქვს-მეთქი და წამოვედი. მდგომარეობის ჩაწყნარებას ველოდები და ისევ გავემგზავრები.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო ლონდონში კოლეჯში ჩარიცხვა. ეს იმდენად დიდი ოცნება იყო, მაშინდელი ემოცია ახლაც კი მახსოვს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემს ოჯახს, ყველა ნაბიჯის გადადგმისას მხარში მიდგანან.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...როცა ვხედავ, ადამიანი ცოტათი მორცხვია ან სიტუაციას კარგად ვერ მოერგო, შემიძლია დაველაპარაკო და თავი ცოტათი მაინც კომფორტულად ვაგრძნობინო.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...(ფიქრობს) ალბათ ის, რომ წინა წინადადებაზე პასუხი უფრო მალე ვიპოვე. ადამიანი ჩუმად თუ არის, მას დახმარება ყოველთვის არ სჭირდება, შეიძლება თავს ძალიან კარგად გრძნობდეს.

- დაშვებული შეცდომები...

- ...ყოველთვის ვცდილობ გავიაზრო, "თვალებში ჩავხედო", მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული და არასასიამოვნოა.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...მიუხედავად იმისა, რომ ფეთქებადი ხასიათი არ მაქვს, ბოროტებას წონასწორობიდან მაინც გამოვყავარ.

- მეზარება...

- ...ყოველდღე მტვრის წმენდა.

- სიყვარული - ეს...

- ...არის გრძნობა, რომელიც დედამიწას ყველაზე მეტად აკლია.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ვიყავი აჟიტირებული და ზედმეტად ბედნიერი, რამდენიმე დღე საჭმელსაც ვერ ვჭამდი.

- ახლა შეყვარებული...

- ...არა ვარ.

- ვამაყობ...

- ...რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ, შექების მოსმენა ყველასთვის სასიამოვნოა. ამ დროს სულ ვცდილობ, ის პიროვნება იქით შევაქო და პოზიტივი დავუბრუნო.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს. ბედნიერი და მადლობელი ვარ, რომ ჯანსაღი სხეული მაქვს.

- მენატრება...

- ...ჩემი ლონდონელი მეგობრები.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ღრმად ვსუნთქავ და ვფიქრობ, რომ ეს დროებითი მდგომარეობაა, ყველაფერს ეშველება.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...მახსოვს ფრაზა ერთი სპექტაკლიდან - "ეგეთი ვარ". ეს ფრაზა გონებაში მაშინ "მიცოცხლდება", როცა ჩემს თავთან არა ვარ გულწრფელი ან რაღაც გავაკეთე იმის გამო, რომ ასე უფრო მიღებულია, ხალხს ასე უფრო მოვეწონები.

- ამ როლის მორგებაში რა დაგეხმარა?

- დამეხმარა ის რომ ელენკაში, მის ქმედებებში თავის სიმართლის პოვნა შევძელი. უარყოფითია, ბევრ ადამიანში აგრესიას იწვევს, მაგრამ მე გავუგე და დავეთანხმე იმაში, რასაც აკეთებდა.

- ბულინგი საკუთარ თავზე გამოგიცდია?

- დიახ, პატარა ვიყავი, ალბათ მე-5 კლასში, სკოლაში ძალიან მაბულინგებდნენ. ეს ის თემაა, რომელზე ლაპარაკი ახლაც არ მსიამოვნებს, იმდენად უარყოფითი განცდა დამიტოვა. ამ როლზე მუშაობის დროს, საკუთარ თავს ვეუბნებოდი, გაიხსენე, მაშინ შენ თავს როგორ გრძნობდი-მეთქი....წაიკითხეთ სრულად

როგორია 3 ახალშობილის მდგომარეობა, რომელთაგან ერთს ე.წ. ინდური შტამი, ხოლო მეორეს "ბრიტანული" დაუდასტურდა - ექიმის კომენტარი

კორონავირუსით ინფიცირების 1 108 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით

"იმედის" გენერალურ დირექტორად მაკა ლომიძე დაინიშნა