ავტორი:

"დამნაშავე რომ ყოფილიყო, ქალაქში არ ივლიდა" - რას ჰყვება გორში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის მამა

"დამნაშავე რომ ყოფილიყო, ქალაქში არ ივლიდა" - რას ჰყვება გორში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის მამა

ჩემს შვილს 3 ივნისს მომხდარ მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვის, ის შემთხვევის ადგილზეც კი არ იმყოფებოდა, - ამის შესახებ 3 ივნისს, გორში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული „სემსოტას“ მეტსახელით ცნობილი, წარსულში ნასამართლევი შალვა გულიაშვილის მამამ, თემურ გულიაშვილმა განაცხადა.

"არც ნარკოტიკი ჰქონდა და არც ბრალი მიუძღვის 3 ივნისს მომხდარ მკვლელობაში. თავის პირად საქმეზე იყო წასული და ფაქტს არც კი შესწრებია. დამნაშავე რომ ყოფილიყო, ქალაქში არ ივლიდა და პოლიცია ფოსტის წინ არ დააკავებდა. ზუსტად ვიცი, წამალიც არ ჰქონდა და დაკავებისას ჩაუდეს, რაც ციხიდან გამოვიდა, ისედაც უთვალთვალებდნენ, რადგანაც ნასამართლევია, ცდილობენ, დანაშაული მას დააბრალონ“, - განაცხადა თემურ გულიაშვილმა.

შეგახსენებთ, 3 ივნისს, გორში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების დროს, ,,ტრუტის" მეტსახელით ცნობილი ზურაბ რიკრიკაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს, რიკრიკაძე საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 3 ივნისს, გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ძებნილი, „სემსოტას“ მეტსახელით ცნობილი, წარსულში ნასამართლევი 35 წლის შალვა გულიაშვილი დააკავეს. მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და სსკ-ის 260-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გორში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა

ოზურგეთში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით, არასრულწლოვანი დაჭრეს