ავტორი:

"გვინდა, კრემაციის გარეშე შევძლოთ დედაჩემის გადმოსვენება" - საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი ქალის ოჯახი დახმარებას ითხოვს

"გვინდა, კრემაციის გარეშე შევძლოთ დედაჩემის გადმოსვენება" - საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი ქალის ოჯახი დახმარებას ითხოვს

67 წლის მანანა ხეთაგური ათენში, ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილს ავთვისებიანი სიმსივნის ბოლო სტადია ჰქონდა.

ქართველი ემიგრანტის ოჯახის წევრების განცხადებით, სავარაუდოდ, პანდემიის გამო, საბერძნეთის სახელმწიფო უწყებები გარდაცვლილის ნეშტის კრემაციას მოითხოვენ, რაც ოჯახისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

"ვითხოვთ დახმარებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, საელჩოსგან. გვიშუამდგომლონ, რათა კრემაციის გარეშე შევძლოთ დედაჩემის გადმოსვენება. საბერძნეთში გვეუბნებიან, უნდა დაიწვას მისი ცხედარი, დაიმარხოს და რაღაც პერიოდის შემდეგ მოგეცემათ ექსგუმაციისა და გადასვენების უფლებაო. ეს ჩვენთვის მიუღებელია. " -ამბობს გარდაცვლილის შვილი.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საკონსულო აღნიშნული საქმის შესახებ ინფორმაციას ფლობს და პრობლემის გადაწყვეტას ცდილობს.

"საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს საკითხის გადასაწყვეტად აქტიური მუშაობა. ასევე, ოჯახთან ერთად განიხილება იქ დაკრძალვის ვერსიაც" - განუცხადეს Ambebi.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ბაკურიანში საბაგიროს მეხი დაეცა

საპატრიარქო "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დავით ნარმანიამ სემეკ-ის 2020-2021 წლების საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა