ავტორი:

რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა კანადაში, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა - "წარმოუდგენელი სიცხეა.. გარეთ ვერ გავდივართ"

რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა კანადაში, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა - "წარმოუდგენელი სიცხეა.. გარეთ ვერ გავდივართ"

ჰაერის რეკორდულად მაღალმა ტემპერატურამ კანადაში ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოფიციალური ცნობების მიხედვით, გასული პარასკევის შემდეგ, ვანკუვერში, 70-მდე მოულოდნელი გარდაცვალების ხელშემწყობი მიზეზი სწორედ ჰაერის მაღალი ტემპერატურა გახდა.

გარდაცვლილთა უმეტესობა ხანდაზმული იყო, ან ჰქონდათ ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა, სიცხე კი გახდა გარდაცვალების ხელშემწყობი ფაქტორი.

როგორც BBC წერს, ბოლო დღეებია კანადაში, ქვეყნის ისტორიაში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. გუშინ ლიტონში, ბრიტანეთის კოლუმბიაში ჰაერის ტემპერატურამ 46.6 გრადუს ცელსიუსი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ კანადაში მიმდინარე კვირამდე, ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს არასოდეს გასცდენია.

  • "ჩვენი ქვეყანა გამოირჩეოდა იმით, რომ აქ სხვასთან შედარებით უფრო გრილოდა, აქ როგორც წესი, დიდთოვლობა ქმნის ხოლმე პრობლემებს. ასეთი სიცხე წარმოუდგენელია. ახლა დუბაიში უფრო გრილა, ვიდრე აქ" - ამბობს კანადის კლიმატის საკითხების ექსპერტი, დევიდ ფილიპსი.

სპეციალისტები ყოველივეს კლიმატის ცვლილებებსა და გლობალურ დათბობას უკავშირებენ და ამბობენ, რომ მსგავსი უჩვეულო შემთხვევები მომავალში უფრო მეტად გახშირდება.

ვანკუვერში მოქალაქეებისთვის სპეციალური გამაგრილებელი ცენტრები მოეწყო.

"ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ იყოს. სიცხის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში ყოველ დღე ახლა სამჯერ უფრო მეტი ზარი შემოდის. ვანკუვერს ასეთი რამ აქამდე არ გამოუცდია და ძალიან სამწუხაროა, რომ ათობით ადამიანი ემსხვერპლა ყოველივეს", - ამბობს ადგილობრივი პოლიციელი.

ვანკუვერთან ახლოს მცხოვრები მეგან ფენდრიჩის თქმით კი, დღის განმავლობაში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო გარეთ გასვლა შეუძლებელია.

კანადაში ძლიერი სიცხისგან გაჩენილ ხანძარს ებრძვიან, ევაკუირებულია ასობით ადამიანი - "მთელი დაბა იწვის" (ფოტოები)

პრინცმა უილიამმა და ჰარიმ პრინცესა დაიანას ძეგლი გახსნეს - "ჩვენ გვახსოვს მისი სიყვარული, ძალა და ხასიათი"

"მოუხელთებელი გაზი მარსზე - "წითელი პლანეტა" საიდუმლოებებს დედამიწელებს თანდათან უმხელს?