ავტორი:

"პანდემიის "მეოთხე ტალღა" ნამდვილად იქნება, მაგრამ რა სიმძლავრის..." - რას ამბობს ექიმი-ეპიდემიოლოგი?

"პანდემიის "მეოთხე ტალღა" ნამდვილად იქნება, მაგრამ რა სიმძლავრის..." - რას ამბობს ექიმი-ეპიდემიოლოგი?

ექიმი-ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის "მეოთხე ტალღა“ მოსალოდნელია, თუმცა, რეგულაციების დაცვის შემთხვევაში, ის მასშტაბური არ იქნება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში "დელტას" შტამით ინფიცირების ზრდა საყურადღებოა და აუცილებელია დროული ვაქცინაცია.

"პრაქტიკულად, ჩვენი ქვეყანა კოვიდთან ბრძოლაში გადამწყვეტ ეტაპზეა. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღონისძიება არის სწორედ დროული მასობრივი ვაქცინაცია. "დელტას" შტამი სწრაფად ვრცელდება, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ვაქცინაცია დავასწროთ.

"მეოთხე ტალღა" ნამდვილად იქნება, მაგრამ რა სიმძლავრის, ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ მისი სიმძლავრე შემსუბუქდეს. მთავარი მნიშვნელობის არის ის, რომ თუ რეგულაციებს კვლავ დავიცავთ, მორიგი ტალღა შედარებით ნაკლები სიმძლავრის იქნება. გარდა ამისა, შარშანდელის შემდეგ მოსახლეობის ნაწილი იმუნიზირებულია, ნაწილმა უკვე გადაიტანა ინფექცია და ეს ადამიანები წარმოადგენენ იმუნურ ფენას ინფექციის გავრცელების კუთხით. აქედან გამომდინარე, იმის იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ე.წ. მეოთხე ტალღა ნაკლები სიმძლავრის იქნება. მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში დაავადების ჯერ კიდევ აქტიური გავრცელებაა, იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში გავრცელებას იწყებს ე.წ. დელტას შტამი და უკვე არის "ბრიტანული შტამი", აქედან გამომდინარე, სიფრთხილის ღონისძიებების მაქსიმალური დაცვა გვმართებს. საბედნიეროდ, ჯერ მდგომარეობა გართულებული არ არის "დელტას" შტამის გავრცელების მხრივ, მაგრამ მოსალოდნელი რისკები ნამდვილად არსებობს. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორად გავატაროთ ღონისძიებები, დავიცვათ თავი და მოვახდინოთ მისი პრევენცია. გარე სივრცეში პირბადის მოხსნის რეგულაცია შემსუბუქდა, მაგრამ თუ ჩვენ ვართ მასობრივი თავშეყრის ადგილებში და ხალხის სიმჭიდროვეა, კვლავ უნდა გამოვიყენოთ პირბადე და თავი დავიცვათ. რაც შეეხება "კომენდანტის საათის" მოხსნას, ამ მხრივ რეგულაცია შემსუბუქდება, მაგრამ იმედი მაქვს, მოსახლეობა უფრო მეტად დაიცავს სიფრთხილის ღონისძიებებს", - განაცხადა ჩოკოშვილმა.

მისი თქმით, ხალხმრავალ შეკრებებსა და დახურულ სივრცეში ადამიანებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან დისტანცია.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით კულინარიული გზამკვლევი შეიქმნება

"როგორი აღფრთოვანებული იყავით “ბუნებრივი”, “ხალხის წიაღიდან გაჩენილი”, “არა ნამახვანჰესის” საპროტესტო მოძრაობით? გამოფხიზლდით ხომ?" - რომან გოცირიძე "რიონის ხეობის" მცველებზე