ავტორი:

"უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია" - პუტინი

"უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია" - პუტინი

უკრაინელ ხალხს არამეგობრულ ხალხად არ ვთვლი, მივიჩნევ, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რატომ არ შეიყვანეს უკრაინა რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში. პუტინის თქმით, არამეგობრული არა უკრაინელი ხალხი, არამედ ხელისუფლებაა.

„მაგრამ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება, ხალხისგან განსხვავებით, აშკარად, არამეგობრულია“, - აღნიშნა პუტინმა.

კითხვაზე, მზად არის თუ არა უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად, პუტინმა უპასუხა, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყანა მთლიანად გარე ძალების კონტროლის ქვეშ გადაიყვანა და უკრაინის საკითხები კიევში აღარ წყდება.

„უკრაინის ცხოვრების ძირითადი საკითხები არა კიევში, არამედ ვაშინგტონში, ნაწილობრივ კი ბერლინსა და პარიზში წყდება. აბა, რაზე უნდა ვისაუბროთ? " - განაცხადა პუტინმა.

ცნობისათვის, ვლადიმერ პუტინი მოსახლეობის კითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობს.