ავტორი:

დაცვის კომპანია მაგისტრი - No1 ოქროს ბრენდი

დაცვის კომპანია მაგისტრი - No1 ოქროს ბრენდი

დაცვის კომპანია "მაგისტრი" რიგით მეორედ დაჯილდოვდა ნომერ პირველი ოქროს ბრენდის სტატუსით!

კომპანიამ პირველი ჯილდო 2019 წელს მიიღო.

26 ივნისს შატო მუხრანში Global Idea-ს და The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებული, მედიაში ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის რიგით მეთექვსმეტე დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა!

გამარჯვებულ კომპანიებს შორის დასახელდა დაცვის კომპანია „მაგისტრი“, რომელიც 2004 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და უზრუნველყოფს პიროვნებისა და საკუთრების გარანტირებულ დაცვას.

ოქროს ბრენდი რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია, რომელიც საქართველოში კომპანია Global Idea-ს და The FINANCIAL-ს ეკუთვნის.

ბრენდების ნომინირება მათი ცნობადობის, ხარისხის, პიარ და მარკეტინგულ საქმიანობაში გაწეული მუშაობის გათვალისწინებით მოხდა.

Global Idea-ს მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობას ღებულობდნენ; უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ მასწავლებლები, ხელმძღვანელი პირები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში პარალელურად გამოკითხვა მიმდინარეობდა მომახმარებლებშიც. ნომერ პირველი ოქროს ბრენდი სწორედ მათ დაასახელეს.

ღონისძიებას 100-ზე მეტი უმსხვილესი ქართული და უცხოური ბიზნეს კომპანიების ტოპ მენეჯმენტი ესწრებოდა.

R

“კარფურის” და Mastercard-ის საზაფხულო გათამაშება იწყება! სიურპრიზი 2 პერსონისთვის ყველა ფილიალში!

ალდაგმა პანცილიონს 700 000-მდე ლარი აუნაზღაურა

LG საქართველოს ბაზარზე ამყარებს თავის პოზიციებს ადგილობრივ ინვესტიციებსა და პარტნიორობაზე დაყრდნობით