ავტორი:

"ვის უნდა მასთან ალიანსი?! იცით როგორ არის? - რესტორანთან იდგე გარეთ, წვიმაში ატუზული და იძახდე, არ შევალ! ვინ გეპატიჟება?!" - რომან გოცირიძე გახარიაზე

"ვის უნდა მასთან ალიანსი?! იცით როგორ არის? - რესტორანთან იდგე გარეთ, წვიმაში ატუზული და იძახდე, არ შევალ! ვინ გეპატიჟება?!" - რომან გოცირიძე გახარიაზე

"გახარიას მაშინ უნდა ამოეღო ხმა, როცა ხელისუფლებაში ყოფნის დროს თვითონ იყო მჩაგვრელი", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის, "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

გოცირიძის თქმით, გახარიას მართლა დევნიან, რაც გამოწვეულია შიდა კონკურენციით და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის წინააღმდეგობით. ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, დღეს ბრძოლა ივანიშვილის კარზე ადგილების მოსაპოვებლად მიდის, "რის გამოც ერთმანეთს ჭამენ“.

"ბატონ გახარიას გონება ახლა გაუნათდა! როცა პრემიერ - მინისტრი იყო, გონება დაბნელებული ჰქონდა თუ ატყუებდნენ?! როცა ამბობს, რომ თურმე სუს-ი უთვალთავლებს და გასაქანს არ აძლევს, ცუდია ხომ?! მაგრამ თვითონ რომ სუს-თან ერთად დარბოდა ზუგდიდში და პოლიციისა და სუს-ის ძალებით საარჩევნო პროცესზე ზემოქმედებას ახდენდა, ეს ვინ იყო - ის სუს-ი არ იყო, რომელიც ახლა მას სდევნის? მან ძალიან კარგად იცის, რას აკეთებდა ხელისუფლება არჩევნების დროს და რას აკეთებდა თვითონ. ძალიან კარგად გვახსოვს კერზაიას საქმე", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძე "სასაცილოს" უწოდებს გიორგი გახარიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსს გამორიცხავს.

"ჯერ ერთი, ვის უნდა მასთან ალიანსი?! ეს იცით, როგორ არის? - რესტორანში სუფრა რომ იყოს გაშლილი, იდგე რესტორნის გარეთ, წვიმაში ატუზული და იძახდე: არავითარ შემთხვევაში არ შევალ! ვინ გეპატიჟება?! იდექი წვიმაში და სუსხში და კარგად გაიგე, რა არის "ქართული ოცნება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ვინ სიკვდილები არიან ეს ხალხი? ამათ ქართველობა ღვინის ჩასხმა და ღორივით დალევა ჰგონიათ?" - აკაკი ბობოხიძე პრაიდის მოწინააღმდეგეებზე