ავტორი:

"ბატონმა გახარიამ ვერც ხითხუროს და ვერც კირითხუროს კვალიფიკაცია აჩვენა" - თეა წულუკიანი

"ბატონმა გახარიამ ვერც ხითხუროს და ვერც კირითხუროს კვალიფიკაცია აჩვენა" - თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოსტატების რეესტრში ჩარიცხული სპეციალისტები წარადგინა.

ღონისძიებაზე მინისტრს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ მას სუს-ი უთვალთვალებს და "ქართული ოცნება" სახელმწიფოს აზიანებს.

"ჩვენ ბატონ გახარიასაც გავესაუბრეთ და მან ვერც ხითხუროს კვალიფიკაცია აჩვენა, ვერც კირითხუროობა გვაჩვენა და ამიტომ ის რეესტრში არ ჩარიცხულა", - აღნიშნა განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა, ხელისუფლება იმდენადაა შეშინებული, რომ ტყუილებს თხზავს.

"ვგავარ წამებულს? წამებულს კი არ ვგავარ, კიდევ ერთხელ გეუბნებით იმას, რომ ვერანაირი ტყუილებით, შუქის ჩაქრობებით, ოფისებიდან გამოდგებით, სუს-ის მეთვალყურეობით და თვალთვალით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ, რადგან როდესაც მმართველი ძალა, მმართველი პარტია, ხელისუფლება იმდენად შეშინებულია, რომ მთლიანად იგონებს და თხზავს ტყუილს, მერე ამ ტყუილს ავრცელებს მის მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებებით, შემდგომ ამ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ტყუილზე მისივე პოლიტიკოსები იწყებენ კომენტარების კეთებას, ეს რას ნიშნავს იცით? ეს არის უბრალოდ დაგეგმილი კამპანია იმისთვის, რომ მმართველმა ძალამ თავის მხარდამჭერები, თავის პარტიის წევრები დაარწმუნოს იმაში, რომ ჯერ კიდევ ჯანზეა და რაღაც შეუძლია. ეს ნიშნავს შეშინებულ ხელისუფლებას", - განაცხადა გახარიამ.

"პრემიერი წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სიტუაციის დაწყნარებაში... გულდასაწყვეტი იყო, რომ იმ დღეებში ვერ ვნახეთ ძლიერი ლიდერობა" - კელი დეგნანი

"მტერსაც, ოკუპანტსაც უნდა ველაპარაკოთ - პრაგმატულად, ცივი გონებით" - გიორგი გახარია რუსეთთან ურთიერთობებზე

"ეს იყო იმედგაცრუების დღე საქართველოსთვის..." - როგორ ეხმაურება კელი დეგნანი 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს?