ავტორი:

მომღერალი მაქსიმი ხელოვნურ კომაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის - რა დაემართა რუს შემსრულებელს?

მომღერალი მაქსიმი ხელოვნურ კომაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის - რა დაემართა რუს შემსრულებელს?

რუსი მომღერალი მაქსიმი (მარინა აბროსიმოვა) ხელოვნურ კომაშია. ამის შესახებ გამოცემა ria.ru წერს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მომღერალს ღვიძლის დაზიანება აღმოაჩნდა.

ექიმების ვარაუდით, მაქსიმს დიდი ხანია აწუხებდა ღვიძლის დაავადება და ყოველივე ქრონიკული გახდა. ზოგიერთი სიმპტომი სეფსისის შესაძლო განვითარებაზე მიუთითებდა, თუმცა გამოკვლევების შემდეგ ექიმებმა ეს არ დაადასტურეს.

აღსანიშნავია, რომ რუსულ მედიაში მაქსიმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივად სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ვრცელდება.

ჯერ კიდევ ივნისის შუა რიცხვებში მომღერალმა "ინსტაგრამზე“ დაწერა, რომ მას პნევმონია ჰქონდა და რომ ამის გამო კლინიკაში იყო გადაყვანილი.

მოგვიანებით, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექიმების გადაწყვეტილებით, მაქსიმი ხელოვნურ კომაში ჰყავდათ, ვინაიდან მისი მდგომარეობა გაუარესდა.

მომღერლის წარმომადგენელი კი ამბობდა, რომ მაქსიმს ფილტვები ჰქონდა დაზიანებული და დაზიანების ნიშნული 75%-ს აღწევდა. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ მომღერლის ტესტი კორონავირუსზე უარყოფითი იყო.