ავტორი:

"სახლიდან დილით გავიდა და გაუჩინარდა... მაიდენტიფიცირებელი საბუთიც არ ჰქონია" - ვარკეთილში დაკარგული მოზარდი პატრულმა მშობელს დაუბრუნა

"სახლიდან დილით გავიდა და გაუჩინარდა... მაიდენტიფიცირებელი საბუთიც არ ჰქონია" - ვარკეთილში დაკარგული მოზარდი პატრულმა მშობელს დაუბრუნა

ვარკეთილში დაკარგული 17 წლის ბიჭი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იპოვეს და მშობლებს დაუბრუნეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

მოზარდი სახლიდან დილის 8 საათზე გავიდა, რამდენიმე საათი კი აღარ გამოჩენილა. ამის შემდეგ მშობელმა პოლიციის განყოფილებას მიმართა.

როგორც დაკარგული ბიჭის დედა გვიყვება, ის პატრულის თანამშრომლებმა მოსკოვის პროსპექტზე იპოვეს.

"ძალიან ვინერვიულე და მალევე განვაცხადე პოლიციაში. მოსკოვის პროსპექტზე წაუყვანია ტაქსს. როდესაც პატრულმა იპოვა, ვერ მიახვედრა, ვინ იყო. საუბარი უჭირს, არც რაიმე მაიდენტიფიცირებელი საბუთი არ ჰქონია... სწორედ ამის გამო მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო პოლიცის, როგორღაც მოახერხეს და დაადგინეს ჩემი შვილის ვინაობა... ჩემს დიშვილს დაურეკეს და მოიყვანეს სახლში. მადლობა მათ ოპერატიული ქმედებისთვის" - ამბობს ბიჭის დედა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს „უნივერსიადა 2021“-ის გამარჯვებულის ტიტული ოფიციალურად გადაეცა

ბათუმში 80 წლამდე ქალს მატარებელი დაეჯახა

ბათუმთან ერთად ქობულეთის ტურების სახელმძღვანელოც შეიქმნება