ავტორი:

"გაოგნებული ვარ საიდან ჩნდება ამხელა აგრესია" - "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს

"გაოგნებული ვარ საიდან ჩნდება ამხელა აგრესია" - "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს

ეს განცხადება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საპატრიარქოს როგორც ინსტიტუციის დასუსტებისკენ და თვითმკვლელობისკენ, - ასე ეხმაურება “თბილისი პრაიდის” კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი თამაზ სოზაშვილი საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას, რომლის თანახმად 5 ივლისს უნდა შეიკრიბონ ქაშუეთის ტაძართან და მსოფლიოს აჩვენონ, რომ „გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა მიუღებელია”.

მისივე თქმით, 2013 წლის 17-მა მაისმა დიდი ზიანი მიაყენა ამ ინსტიტუციას, რადგან გამოაჩინა საკუთარი ძალადობრივი სახე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საპატრიარქოსთვის მაგალითი არ აღმოჩნდა.

“საპატრიარქოს ეს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს როგორ არიან აცდენილი რეალურ ქრისტიანულ ღირებულებებს. გადმოიღონ სახარება, ახალი ან ძველი აღთქმა და წაიკითხონ. გაოგნებული ვარ საიდან ჩნდება ამხელა აგრესია, როგორც ჩანს, 2013 წლის 17 მაისი არ აღმოჩნდა მათთვის მაგალითი, ეს საქციელი არის პირდაპირი დანაშაული.

17-მა მაისმა დიდი ზიანი მიაყენა ამ ინსტიტუციას, რადგან გამოაჩინა საკუთარი ძალადობრივი სახე. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საპატრიარქოს, როგორც ინსტიტუციის დასუსტებისკენ და თვითმკვლელობისკენ. არ მახსენდება ერთი ღირსეული განცხადება და ქმედება, რომელიც ამ ინსტიტუციამ გააკეთა. ერთეული ადამიანები არიან, რომლებიც ერისა და ბერის სახელით საუბრობენ, რაც არის მტკნარი სიცრუე”, - აღნიშნა თამაზ სოზაშვილმა.

"არემჯის“ საერთაშორისო ჯილდო - Leader of the Year გადაეცა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით კულინარიული გზამკვლევი შეიქმნება