ავტორი:

მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო, რომელიც 14 წლის გოგონას გადარჩენას ცდილობდა

მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო, რომელიც 14 წლის გოგონას გადარჩენას ცდილობდა

თბილისში, ორთაჭალაში, მტკვარში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, გოგოს ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. ახალგაზრდა კაცმა მისი გადარჩენა სცადა, ის გადაარჩინეს, თუმცა თავად ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკველლობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანს ეძებენ

დაიწვა 4 ჰექტარი ტყის საფარი - ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი ჩააქრეს

რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელი ხიდიდან ტრაილერი გადავარდა - დაღუპულია ერთი ადამიანი