ავტორი:

"ჩემი მეუღლე უსმენდა მამუკას, როცა მერობის სასურველ კანდიდატზე საუბრობდა და გადმომილაპარაკა, მგონი, შენ გგულისხმობს და არ გაბედოო" - თემურ ჭყონია

"ჩემი მეუღლე უსმენდა მამუკას, როცა მერობის სასურველ კანდიდატზე საუბრობდა და გადმომილაპარაკა, მგონი, შენ გგულისხმობს და არ გაბედოო" - თემურ ჭყონია

ამ ეტაპზე თბილისის ყველაზე ორიგინალური მერობის კანდიდატის შერჩევისას "ლელო საქართველოსთვის" აღმოჩნდა, როცა თქვეს, რომ მერი არ უნდა იყოს არც ერთი პარტიის წარმომადგენელი, მაგრამ იყოს კარგი მეურნე ან დიდი კომპანიის ხელმძღვანელი, რომელსაც მთელი ოპოზიციური სპექტრი დაუდგება გვერდში. მაგისთანა ჩვენს ქალაქში დიმიტრია გელოვანიო, შეუთვალეს "ლელოს" ლიდერს და მანაც, რატომაც არა, მოვძებნითო. იპოვა თუ არა "ლელომ" მერობისთვის "წყნარი, პატიოსანი, თერაპევტი, ოჯახის შვილი", ძნელი სათქმელია, თუმცა მამუკა ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თემურ ჭყონია თბილისის მერობის კარგი კანდიდატი იქნებოდა. "კვირის პალიტრამ" ჩაწერა ინტრევიუ ბატონ თემურთან, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

თემურ ჭყონია, ბიზნესმენი, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" პრეზიდენტი:

- ამ თემაზე სერიოზულად არ მიფიქრია, რადგან მიმაჩნია, რომ კარგი პოლიტიკოსი, კარგი მერი, კარგი პრემიერ-მინისტრი, კარგი მინისტრი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა აწყობდეს, აშენებდეს თავის კარიერას და არ უნდა იყო შემთხვევითი ადამიანი ამ თანამდებობაზე. თუ რაღაცას მიაღწიე ჟურნალისტიკაში, მედიცინაში, ბიზნესში, რაც უნდა დიდი მწვერვალები დაიპყრო, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გაგიჩნდეს პრეტენზია უფრო დიდი რაღაცის მართვის.

რადგან წარმატებას მიაღწიე ერთ სფეროში, ეს არ ნიშნავს, რომ გქონდეს ამბიცია უფრო მეტი გააკეთო აბსოლუტურად სხვა სფეროში, რა თქმა უნდა, თუ ამისთვის არ ემზადებოდი დიდი ხნის განმავლობაში.

ყოველთვის პატივს ვცემ კარიერულ წინსვლას. ხშირად გავიგონებთ, რომ ესა თუ ის ადამიანი სახელმწიფო მოღვაწეა და მართლაც რომ გადახედავ მათ ისტორიას, მთელი ცხოვრება სახელმწიფოს ემსახურებოდნენ, კარიერა პოლიტიკაში მძივივით ააწყვეს და ამისთვის სხვადასხვა ბარიერის გადალახვა უწევდათ. ჩვენთან კი ხშირად ასეთ გადაწყვეტილებებს იმპულსურად იღებენ. მაგალითად, ვიღაც მაგარი იურისტია და უცებ გაუჩნდება ამბიცია გახდეს პოლიტიკოსი. ასეთ დროს კი შეიძლება დაიკარგოს კარგი იურისტი და მივიღოთ ცუდი პოლიტიკოსი. ასე ხშირად ხდება საქართველოში. შესაძლებელია მე ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ, მაგრამ თუ არა მაქვს შესაბამისი განწყობა, ან არა ვარ მომზადებული სხვა საქმესთან შესაჭიდებლად, შეიძლება ვერ მივაღწიო სასურველ შედეგს. ან შეიძლება მივაღწიო, მაგრამ ჯობს გარანტირებული გქონდეს წარმატება იმ საქმეში, რომელსაც ეჭიდები. მაგალითად, სპორტსმენი ოლიმპიადისთვის ოთხი წლის განმავლობაში ემზადება და ამ მუშაობის შედეგია მოპოვებული მედალი. ის ხომ ოთხ წელიწადს ემზადებოდა ამისთვის და შესაბამისი განწყობით გავიდა საასპარეზოდ. ამიტომ შეიძლება ემოციური, იმპულსური მოსაზრება გაჩნდეს, მაგრამ არ უნდა "ავარდე", არ უნდა იფიქრო, რომ რადგან დაგაფასეს, სხვებში გამოგარჩიეს, შენ ამას აუცილებლად შეძლებ.

...

- როცა მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერობის სასურველი კანდიდატის კრიტერიუმები დაასახელა, გაჩნდა ასოციაცია, რომ ის "დიმიტრი გელოვანს" ეძებდა. ისე გამოვიდა, რომ ქალაქში "დიმიტრი გელოვანი" თემურ ჭყონია ყოფილა...

- სხვათა შორის, ჩემი მეუღლე უსმენდა მამუკას, როცა მერობის სასურველ კანდიდატზე საუბრობდა და გადმომილაპარაკა, მგონი, შენ გგულისხმობს და არ გაბედოო. სერიოზულად რომ მივუდგეთ ამ საკითხს, საქართველოდან უცხოეთში წასული ბევრი კარგი ეკონომისტი, წარმატებული ბიზნესმენი, გამოცდილი მმართველი გვყავს. რატომ არ ვთავაზობთ მათ მერობის კანდიდატობას? შევთავაზოთ მათ, ვისაც უფრო მეტი საერთაშორისო გამოცდილება აქვს, ვიდრე ჩვენს ამ პატარა ქვეყანაში.

თბილისს, ჩემი აზრით, უფრო დიდი ფუნქცია აქვს და უნდა ჰქონდეს, ვიდრე მხოლოდ დედაქალაქობაა. ის უნდა იყოს დიდი ფინანსური ცენტრი კავკასიაში, ქალაქი, სადაც ყველა ადამიანი იგრძნობს, რომ ეს არის ქალაქი, სადაც შეიძლება უფრო დიდი წარმატების მიღწევა, ვიდრე სხვაგან. თბილისს ეს ფუნქცია ისტორიულად ჰქონდა და უნდა დავუბრუნოთ. თუმცა, ჯერ გარეცხვა სჭირდება, რადგან ძალიან ჭუჭყიანია. იხილეთ სრულად

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

საქართველოს ვლადიმერ ზელენკი და მაია სანდუ ეწვევიან - პრეზიდენტებთან შეხვედრას ბათუმში შარლ მიშელი გამართავს

ზურა მახარაძის პირველი კომენტარი გამოკითხვის შემდეგ