ავტორი:

"რას ეძახით ღირსების მარშს? - მაგას უნდა დაერქვას ლგბტ მარში... ღირსება სხვა რამეა!" - მეუფე იაკობი

"რას ეძახით ღირსების მარშს? - მაგას უნდა დაერქვას ლგბტ მარში... ღირსება სხვა რამეა!" - მეუფე იაკობი

"რას ეძახით ღირსების მარშს? - მაგას უნდა დაერქვას ლგბტ მარში, რა ღირსების, რის ღირსების?! ღირსება სხვა რამეა!" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე მივიდა. მისი თქმით, პროპაგანდა, რომელსაც ლგბტ თემის წარმომადგენლები ეწევიან, დაუშვებელია.

ამასთანავე, როგორც მეუფე იაკობმა განაცხადა, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები და "პრაიდის კვირეულის“ ორგანიზატორები ელჩების დახმარებას იყენებენ და საქართველო არ უნდა იყოს ისეთი ქვეყანა, რომელშიც სხვა ქვეყნების წარმომადგენლები ერევიან.

"ისინი პროპაგანდას რასაც უწევენ, არ შეიძლება. არავინ უვარდება მაგათ და არსად უვარდება. თავისუფლება განვრცობადი თემაა და თავისუფლება იმას არ ნიშნავს, რაც გინდა ის აკეთო, თუნდაც კონსტიტუცია თუ კანონები გვზღუდავს. თუ ლუდის დალევაზე ქუჩაში 200- ლარიანი ჯარიმაა, მაგის პროპაგანდა ნუთუ შესაძლებელია?

რუსეთმა რაც ოკუპაცია გააკეთა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, იმაზე უარეს დონეზე ავიყვან კიდევ ამას, იმიტომ, რომ იმას მაინც დავიბრუნებთ და აქ ზნეობას და სულიერებას, ხალხის ტრადიციებს ეხება, ძალით უნდათ, მოახვიონ თავზე. თვითონ ხომ არ გამოდიან, ელჩების გარემოცვით უნდათ რომ გააკეთონ და ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ქვეყანაში არც უცხო ქვეყნებს ესაქმებათ, მასეთი ქვეყანა არ გვინდა, ჩვენ სხვები გვმართავდნენ. თუ ის არ გვინდოდა, მოსკოვს ვემართეთ, არც ის გვინდა, სხვები გვმართავდნენ.

საპატრიარქოს განცხადებას სრულად ვუერთდები. პროპაგანდის უფლება არ აქვთ მათ, ჩვენთან არ აქვთ! იმ ადამიანებმა იცხოვრონ, არავინ უშლით ხელს, მასე ცხოვრობენ და არაფერში ხელი არ ეშლებათ, მასე ჩვენ უფრო გვჩაგრავთ, მართლმადიდებლებს, სულ ბულინგია ტელევიზიების მხრიდან,“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს ვაქცინაციის კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებს

არემჯის საზაფხულო სკოლა 2021 იწყება

"არც ერთი პარტიის და საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს... ვნახეთ მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებიან და იცავენ ჟურნალისტებს" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე