ავტორი:

"ვერაფერს გამოაპარებ... ვაი ამათ პატრონს და ჩვენს პატრონს" - მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

"ვერაფერს გამოაპარებ... ვაი ამათ პატრონს და ჩვენს პატრონს" - მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედითაც "თბილისი პრაიდის" უკან მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია დგას.

"ვერაფერს ვერ გამოაპარებ და მართლა ვაი ამათ პატრონს და ჩვენ პატრონს რომ ამათ აქამდე კიდევ ვიტანთ", - წერს სააკაშვილი საპასუხოდ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილის თქმით, "სააკაშვილისა და რადიკალური ოპოზიციის" მიზანი ქვეყანაში არეულობის და ქაოსის შემოტანაა.

"დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. ისინი არიან ჩართულები, აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს. რა თქმა უნდა, მათი მიზანია ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა, რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება და ამას ჩვენ არ დავუშვებთ. როგორც ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა პრემიერმა.

"საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე" - რას წერს მამუკა ხაზარაძე?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"