ავტორი:

"სააკაშვილი არის ლაჩარი და გვერდით არასდროს დაუდგება  უმცირესობას" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"სააკაშვილი არის ლაჩარი და გვერდით არასდროს დაუდგება  უმცირესობას" - თამარ ჩერგოლეიშვილი

ტელეკომპანია "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე წერს:

"სააკაშვილი არის ლაჩარი და გვერდით არასდროს დაუდგება უმცირესობას. ინსტიქტიც დაჩლუნგებული აქვს და ყავლგასული საზომით ზომავს პრაგმატულობას. ეს გასაგები გახდა 2013 წელს, როდესაც 17 მაისის გამართვის უფლება ეჭვქვეშ დააყენა. მას რომ ჩაგრულის გვერდით დგომის ღირსება და ღირებულებები გააჩნდეს, ერთად ვიდგებოდით."