ავტორი:

"ვაჟკაცობის და ღირსების სახელით  სუსტებს ჩაგრავენ, ქრისტეს სახელით ხალხს სცემენ და ურტყამენ" - ეკო ფანგანი "ღირსების მარშის" მონაწილეებზე

"ვაჟკაცობის და ღირსების სახელით  სუსტებს ჩაგრავენ, ქრისტეს სახელით ხალხს სცემენ და ურტყამენ" - ეკო ფანგანი "ღირსების მარშის" მონაწილეებზე

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეების მიერ გამოვლენილ აგრესიულ ქმედებებს, სოციალურ ქსელში ეხმიანება:

"ყველა მოძალადე უნდა იყოს დასჯილი, მათ შორის ჰომოფოები! მათი ატანა უკვე წარმოუდგენელია და ვინც მათ მხარს უჭერთ, ცოტა გამოფხიზლდით!ვაჟკაცობის და ღირსების სახელით, სუსტებს ჩაგრავენ, ქრისტეს სახელით ხალხს ცემენ და ურტყამენ, პატრიოტიზმის სახელით ქვეყანაში არეულობას და დაძაბულობას იწვევენ.

ისე ჩაივლიდა დღევანდელი დღე, მოქალაქეების ნახევარზე მეტი, ვერც გაიგებდა რა ხდება. ეს დესტრუქციული ძალები ხალხზე სპეციალურად ახდენენ ძალიან ცუდ გავლენას! ვისი ქმედებაც გასცდება დღეს კანონს, აუცილებლად ყველა იყოს დაპატიმრებული. არავინ არავის სახლში არ უვარდება(მოძალადეების და ჰომოფობების გარდა) და ამ ქვეყანაში ყველას აქვს თანაბარი უფლება ყველაფრის!

მე მივდივარ დღეს უდანაშაულო ადამიანების მხარდასაჭერად.

სანამ საწინააღმდეგო კომენტარს დამიწერთ, სათანადოდ გაეცანით როგორც ქვეყნის შიდა კანონმდებლობას, ასევე, საერთო სამართლის პრინციპებს. შემდეგ დაკვირვებით წაიკითხეთ ბიბილია და გადახედეთ თეოლოგიას! ნახვამდის!"

"რისი იმედი გაქვთ? ამდენ მეზოთერაპიას და სახის ჯიჯგვნას, ერთი ტორტის ნაჭერი ჭამეთ, უფრო დაიტკბობთ ცხოვრებას" - თეა გვასალია

"აღმოჩნდა, რომ კოვიდი გადამიტანია. არც სიმპტომები, არც სიცხე... სამაგიეროდ, ახლა დაიწყო პოსტკოვიდური დარტყმები. ეს ყოფილა საშინელება..." - რას წერს მაკა რაზმაძე

"სამწუხაროდ, ნაკლებად დაცული აღმოჩნდნენ 65 წელს გადაცილებულნი..." - რას წერს ნანა გეგეჭკორით კოვიდით რეინფიცირებაზე?