ავტორი:

"ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნისთვის გვინდა" - პრეზიდენტი

"ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნისთვის გვინდა" - პრეზიდენტი

ამ პირობებში, ჩვენ აღარ ვიცით რა არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და როგორც ჩანს, დავიწყებული გვაქვს ის ტოლერანტობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგვყვებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ნიუ ჰოსპიტალსში“ განაცხადა, სადაც დაშავებული ჟურნალისტები მოინახულა.

ასევე ნახეთ: "ვგმობ დღეს განვითარებულ მოვლენებს, მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს ძალადობის აღკვეთისაკენ, მიუღებელია ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს" - პრეზიდენტი

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს რაც ვნახეთ, ეს არის საზოგადოებრივი დაპირისპირება.

„ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია! ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნისთვის გვინდა.

ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ დაპირისპირებით ვერაფერს მივაღწევთ. მე რომ ვსაუბრობდი პოლიტიკურ დაპირისპირებაზე - ეს არ არის დაპირისპირების ერთადერთი ფორმა.

დღეს რაც ვნახეთ, ეს არის საზოგადოებრივი დაპირისპირება. ჩვენ ეს ახლო წარსულში უკვე გავიარეთ, აღარ გვინდა, რომ მეორედ გავიაროთ და აუცილებელია, გონს მოვიდეთ და შევიგნოთ, რომ როცა ამ ქვეყნის მომავალსა და გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი არ მოხდება, თუ არ ვისწავლით ერთი-მეორის მოსმენასა და ერთად ცხოვრებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

კახა კუჭავამ ევროკავშირის დროშა, რომელიც პრაიდის მოწინააღმდეგეებმა ჩამოხსნეს, პარლამენტთან საკუთარი ხელით აღმართა

"გადაწყვეტილი მაქვს გავარკვიო, ვინ დგას თბილისში ლგბტ თემზე ძალადობის უკან" - ადამ კინზინგერი