ავტორი:

"როდესაც "ქართული ოცნების" ლიდერები ვერ ახდენენ დამნაშავეების სათანადოდ დაგმობას, ისინი მხოლოდ ახალისებენ ძალადობას" - ვიოლა ფონ კრამონი

"როდესაც "ქართული ოცნების" ლიდერები ვერ ახდენენ დამნაშავეების სათანადოდ დაგმობას, ისინი მხოლოდ ახალისებენ ძალადობას" - ვიოლა ფონ კრამონი

საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებას ყველასთვის და სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ეს თავისუფლება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„როდესაც ძალადობრივი ჯგუფი სცემს ჟურნალისტებსა და LGBT +, როდესაც მთავრობა უყურებს, ეს კანონის უზენაესობის დანგრევის საშიში ნიშანია“, - წერს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ვერ ახდენენ დამნაშავეების სათანდოდ დაგმობას, ისინი მხოლოდ ახალისებენ ძალადობას.

„როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები იმის ნაცვლად, რომ იმოქმედონ თავიანთი მანდატით, როგორც კონსტიტუციის გარანტებმა, სპეკულირებენ ამ თემასთან დაკავშირებით და ვერ ახდენენ დამნაშავეების სათანდოდ დაგმობას, ისინი მხოლოდ ახალისებენ ძალადობას“, - წერს ევროპარლამენტარი.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"არანაირი "მაგრამ"! არ შეიძლება გამართლებული იყოს, რაც გუშინ ვიხილეთ - მართლა არ მესმის, 10-10 კაცი ერთს რომ დასდევს, ამას კაცობა ჰქვია?!" - კახა კუჭავა

"პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში, რაც მათ შეეძლოთ" - თეა წულუკიანი გუშინდელ მოვლენებზე