ავტორი:

"რა არის ამისთანა ეს პრაიდი, რომ მაინცდამაინც ამდენი ადამიანის ნერვებზე უნდა გადატყდეს? ეს "პრაიდით" არ მთავრდება, მიზანი არის..." - ანდრია ჯაღმაიძე დღევანდელ მოვლენებზე

"რა არის ამისთანა ეს პრაიდი, რომ მაინცდამაინც ამდენი ადამიანის ნერვებზე უნდა გადატყდეს? ეს "პრაიდით" არ მთავრდება, მიზანი არის..." - ანდრია ჯაღმაიძე დღევანდელ მოვლენებზე

როდესაც ვნახეთ, რომ არსებობს საშიშროება ძალიან დიდი აგრესია დაგროვდეს, გავაკეთეთ განცხადება, რომ მოდით, ვილოცოთ - რა არის ამისთანა ეს პრაიდი, რომ მაინცდამაინც ამდენი ადამიანის ნერვებზე უნდა გადატყდეს?!, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ “პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

როგორც ჯაღმაიძე აღნიშნავს, საპატრიარქო განცხადებებით მოუწოდებდა ლგბტ პირებს, საზოგადოება არ გაეღიზიანებინათ.

"რადგანაც ჩვენ ვხედავდით, რომ ორშაბათს ხალხი იკრიბებოდა, როდესაც ვნახეთ, რომ არსებობს საშიშროება ძალიან დიდი აგრესია დაგროვდეს, ამის შემდეგ გავაკეთეთ განცხადება, რომ მოდით, ვილოცოთ. ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა. ჩვენს განცხადებაშიც ეს იყო ნათქვამი, რომ დაანებეთ თავი ხალხის გაღიზიანებას. რა არის ამისთანა ეს პრაიდი, რომ მაინცდამაინც ამდენი ადამიანის ნერვებზე უნდა გადატყდეს?! ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს პრაიდი ერთ-ერთი ნაბიჯია, გადახედეთ, რა ხდება სხვა ქვეყნებში, სადაც ადრე დაიწყო გენდერული თეორიის დანერგვა, ნახავთ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ეს "პრაიდით" არ მთავრდება, "პრაიდი" არ არის მიზანი.

საბოლოო ჯამში, ეს მოძრაობა სრულდება ერთსქესიანთა წყვილების მიერ შექმნილი ოჯახური ურთიერთობისთვის შვილის აყვანის უფლებით. ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილებით, ბავშვები, რომლებიც გააშვილეს ასეთ ოჯახებში, ისინი უჩივიან სახელმწიფოს, ვინ დაარღვია მათი უფლება? ვინაა პასუხისმგებელი, რომ მათი ცხოვრება დაინგრა? გაიზარდნენ ოჯახში, სადაც 2 დედა ჰყავდათ ან 2 მამა იმის მაგივრად, რომ დედა და მამა ჰყავდეთ", - აღნიშნავს ანდრია ჯაღმაიძე.

“ეს იმდენად მტკივნეული თემა იყო, დედასაც არ ველაპარაკებოდი… დამეწყო პანიკა, რომ აღარ დავორსულდებოდი” - ნინო ჩხეიძე მისი ცხობრების ორ მძიმე ეპიზოდზე

პარლამენტთან "პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს - სასულიერო პირები ლოცვას აღავლენენ

ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი  გაიხსნა