ავტორი:

"პატრიარქმა მოგვიწოდა და ვიდექი იქ..." - გუშინდელ აქციაზე დაკავებულ აკაკი ნაკაშიძეს 2 300-ლარიანი ჯარიმა, პაატა გურჩიანს კი 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

"პატრიარქმა მოგვიწოდა და ვიდექი იქ..." - გუშინდელ აქციაზე დაკავებულ აკაკი ნაკაშიძეს 2 300-ლარიანი ჯარიმა, პაატა გურჩიანს კი 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მრგვალ ბაღთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულ აკაკი ნაკაშიძეს 2 300-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ მიიღო და აღნიშნულით მან შსს-ს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განმარტა, აკაკი ნაკაშიძე მოქალაქეების მისამართით იგინებოდა, პოლიციელის მოწოდების მიუხედავად, ის არ გაჩერდა და მან პოლიციელების მისამართითაც გააგრძელა გინება. სამინისტროს წარმომადგენელი ნაკაშიძის მიმართ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

ამასთან, უწყების წარმომადგენელი აცხადებდა, რომ დაკავებული შესაძლებელია, სხვა ეპიზოდებშიც ფიგურირებდეს, რის გამოც, ის ადმინისტრაციულ პატიმრობაში უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება თავად დაკავებულს, მან აღიარა, რომ იგინებოდა, თუმცა, აღნიშნა, რომ "9 აპრილის მემორიალთან გარყვნილებას ვერ დაუშვებდა".

"პატრიარქმა მოგვიწოდა და ვიდექი იქ, ემოციაში ვიყავი და შევიგინე, ბოდიშს ვიხდი, ჩემ თანამოაზრეებთან ერთად ვიყავი. ვიგინებოდი, მომიწოდებდნენ და არ ვჩერდებოდი. ასეთი „პრაიდი“ თუ ჩატარდა, როგორც ქართველი კაცი იქ დავდგები, მაგრამ ვინანიებ და ბოდიშსაც ვიხდი", - განაცხადა ნაკაშიძემ.

ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც საზოგადოებრივ ადგილზე ლანძღვას, გინებას, მოქალაქეების შეურაცხყოფას, ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.

ამასთან, მოსამართლე მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, „მრგვალ ბაღთან "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ პაატა გურჩიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა დაკავებული პირის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოცემულობიდან - დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე მოითხოვა. თავად დაკავებული გურჩიანი საპატრულო პოლიციის მიერ გაჟღერებულ გარემოებებს დაეთანხმა და აღნიშნა, რომ "ლანძღვა-გინებას ეთანხმებოდა".

ცნობისთვის, გუშინ, აქციის მონაწილეები არასრულწლოვანს გაეკიდნენ, რა დროსაც მოქალაქეებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. სწორედ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობდა პაატა გურჩიანი.

გურჩიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც საზოგადოებრივ ადგილზე ლანძღვას, გინებას, მოქალაქეების შეურაცხყოფას, ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.

მამა-შვილი ფალავანდიშვილები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს -  მათი თქმით, ისინი დაკავებას არ ელიან

"ყველა ბავშვი ერთი და იგივეს ამბობდა, რომ ჩემი შვილის მკვლელი 3 პირი იყო: მღვდლის შვილი, კალანდია და ჯანაშია - დღესაც არ ვიცი რისთვის მოკლეს..." - რა თქვა ზაზა სარალიძემ სასამართლოში

რას აცხადებს შსს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა სახლების ჩხრეკაზე?