ავტორი:

ნორვეგიაში, სოციალურ ქსელებში ფილტრით დამუშავებული ფოტოების გამოქვეყნება კანონით აიკრძალა - "მიესალმეთ უფილტრო და ნამდვილ ფოტოებს"

ნორვეგიაში, სოციალურ ქსელებში ფილტრით დამუშავებული ფოტოების გამოქვეყნება კანონით აიკრძალა - "მიესალმეთ უფილტრო და ნამდვილ ფოტოებს"

სოციალური ქსელების ეპოქამ ფოტოებზე სხვადასხვა ფილტრის გამოყენება ერთგვარ ტრენდად აქცია. რთულია, იპოვოთ სოცქსელების მომხმარებელი, რომელიც მათზე უარს ამბობს და მეგობრებსა, თუ გამომწერებს ბუნებრივ ფოტოებს უზიარებს.

სქელი ტუჩები, პრიალა კანი, ლამაზი მუცელი, გრძელი ფეხები და ა.შ - ეს ყველაფერი ფილტრების საშუალებით თითის დაკლიკებითაა მიღწევადი. ზოგჯერ ფილტრი საკმაოდ ბუნებრივ ეფექტსაც იძლევა და რთულია მიხვედრა, გამოყენებულია თუ არა ის, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, მარტივად შესამჩნევია.

ბევრი ადამიანის მოსაზრებით, ფილტრები სოციალური ქსელების მომხმარებლებს ერთნაირს ხდის, თითქოს ყველანი ერთმანეთს ვემსგავსებით და უნიკალურ ვიზუალურ შტრიხებს ვკარგავთ.

  • კანონი, რომელიც ფილტრის გამოყენებას კრძალავს

ნორვეგიაში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, ინფლუენსერებს აეკრძალათ სხვადასხვა მანიპულაციის გამოყენებით დამუშავებული ფოტოების სოციალურ ქსელში განთავსება, ხოლო თუ მაინც ასე მოიქცევიან, აუცილებლად უნდა მიუთითონ, რომ ფოტო დამუშავებულია და რომ ესა თუ ის ფილტრი აქვთ გამოყენებული.

კანონი ვრცელდება სოციალური ქსელების ყველა პლატფორმაზე და მისი მიზანია, ახალგაზრდებში ხელი შეუწყოს თავიანთი ვიზუალის ისეთად მიღებას, როგoრებიც რეალურად არიან.

26 წლის ნორვეგიელი ინფლუენსერი, მედელინ პედერსენი ამბობს, რომ მსგავსი კანონის მიღება კარგი გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, ახალგაზრდები საკუთარ რეალურ გარეგნობას ადარებენ არარეალისტურ ფოტოებს და როცა სარკეში ხედავენ, რომ სინამდვილეში ისე არ გამოიყურებიან, როგორც ფილტრიან ფოტოებზე, იმედგაცრუებულნი რჩებიან და ამის გამო, ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნებათ.

ნორვეგიელი ინფლუენსერი, მედელინ პედერსენი

"ინსტაგრამის“ გამო პირადად მე მქონდა ეს პრობლემა და არ მომწონდა საკუთარი სხეული, გარეგნობა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ არ ვიცოდი, თუ სხვა გოგონებიც სხეულის ფორმების გასალამაზებლად ფილტრებს იყენებდნენ. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდებოდა ეს კანონი“, - ამბობს ინფლუენსერი.

მედელინის თქმით, ის ფოტოებს ფერს უცვლის, თუმცა არასდროს იყენებს ფილტრს, რომელიც მას სახის მოყვანილობას, ნაკვთებს ფორმას შეუცვლის.

  • ნორვეგიის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონის მიღების მიზანია, ადამიანებმა შეწყვიტონ ოცნება იდეალურ სხეულსა და გარეგნობაზე.

გარდა ინფლუენსერებისა, ეს კანონი ეხება ყველას, ვინც სოციალურ ქსელში თავის პოსტებს, ფოტოებს არეკლამებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 18 წლამდე ადამიანებზე სოციალური ქსელების ფოტოები უდიდეს გავლენას ახდენს და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმძიმეს ვითარებაში ამყოფებს, ვინაიდან ფოტოებზე აღბეჭდილი მომხიბვლელი გარეგნობის ადამიანები მათთვის საოცნებოა და ფიქრობენ, რომ თავად იდეალურები არ არიან.

ყოველივე კი ხელს უშლით, იყონ მოტივირებულნი და წარმატებულნი. გარდა ამისა, ისინი ცდილობენ მიმართონ მკაცრ დიეტას იმისთვის, რომ ფოტოებზე აღბეჭდილ ადამიანებს დაემსგავსონ.

წყარო.BBC.com

შეიარაღებულმა პირებმა ჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს

"შავი ზღვა დენთის კასრად გადაიქცა" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტებს

ამსტერდამში, ჟურნალისტი პიტერ არ დე ვრიესი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს