ავტორი:

"ყველას თავისი ინტერესი ჰქონდა - საპატრიარქოს პრაიდის, ხელისუფლებას ოპოზიციის და მედიის... ყველამ თავისი ჟინი დაიკმაყოფილა" - მარგველაშვილი

"ყველას თავისი ინტერესი ჰქონდა - საპატრიარქოს პრაიდის, ხელისუფლებას ოპოზიციის და მედიის... ყველამ თავისი ჟინი დაიკმაყოფილა" - მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დეკლარირებულად, „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქცია იმართება კონკრეტული უფლებადამცველი ჯგუფების წინააღმდეგ, თუმცა რეალური მსხვერპლი ხელისუფლებისთვის არასასიამოვნო ადამიანები და სტრუქტურები არიან.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებისთვის ბოლო ბარიერი მედიაა და თავისუფალი სიტყვა თავდასხმის ობიექტია.

"აქცია იმართება კონკრეტული უფლებადამცველი ჯგუფის წინააღმდეგ, ეს დეკლარირებულია, მაგრამ აქციის რეალური მსხვერპლი არიან ის ადამიანები ან სტრუქტრები, რომლებიც არიან ამ კონკრეტული ხელისუფლებისთვის არასასიამოვნო.

დაიწყო იმ კარვების დარბევით, რომელსაც საერთო არ ჰქონდა პირველად გამოცხადებულ თავდასხმის მიზანთან - ლგბტ თემის უფლებადამცველ ჯგუფებთან. დაარბიეს კარვები იმიტომ, რომ ეს კარვები ხელისუფლებას არ მოსწონს. შემდეგი ობიექტი იყო მედია. თუ სახელმწიო ინსტიტურებს შევხედავთ, მივხვდებით, რომ საქართველო სახელმწიფოს ერთადერთი ფუნქციური და დემოკრატიული ინსტიტუტი არის მედია. ძალთა გაწონასწორების თვალსაზრისით აღარცერთი სტრუქტურა არ მუშაობს. როდესაც ყველა ინსტიტუტი დეგრადირებულია, ასეთ ვითარებაში ერთადერთი ინსტიტუტი, რომლესაც სწორად ეძახიან მეოთხე ხელისუფლებას, ეს არის მედია. ეს ბოლო ბარიერი იყო და თავისუფალი მედია და თავისუფალი სიტყვა თავდასხმის მთავარი ობიექტია. 55 დაზარალებულში 54 რომ მედიის თანამშრომელია, მიამიტური კითხვაა, შემთხვევით ხომ არ მოხდა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

გარდა ამისა, მარგველაშვილის აზრით, საპატრიაქრომ და ხელისუფლებამ, რომელთაც ამ პროცესში საკუთარი ინტერესები აქვთ, საკუთარი ჟინი დაიკმაყოფილეს.

"თავისი ინტერესი ჰქონდა საპატრიარქოს რომელიც ფინანსური და პოლიტიკური ინტერესებით ძალიან დაახლოებულია ხელისუფლებასთან. ყველას ჰქონდა თავისი ინტერესი - საპატრიარქოს პრაიდის, ხელისუფლებას ოპოზიციის და მედიის. ყველამ გარკვეულწილად ამ სრულიად შემაძრწუნებელი და ჩვენი ისტრორიისთვის შეურაცხმყოფელი ქმედებით თავისი ჟინი დაიკმაყოფილა“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, 5 ივნისს „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, რომლის წინააღმდეგაც აქცია მოეწყო. აქციაზე „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკურად იძალადეს, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"