ავტორი:

პარლამენტთან ვითარება შედარებით განიმუხტა - პოლიციამ შეძლო რადიკალური ჯგუფების მიერ გარღვეული კორდონის აღდენა და მომიტინგეების შეკავება

პარლამენტთან ვითარება შედარებით განიმუხტა - პოლიციამ შეძლო რადიკალური ჯგუფების მიერ გარღვეული კორდონის აღდენა და მომიტინგეების შეკავება

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება შედარებით განიმუხტა. პოლიციამ პრაიდის მოწინააღმდეგეების მიერ გარღვეული კორდონის აღდენა და მომიტინგეების შეკავება მოახერხდა.

ამ დროისთვის სამართალდამცავებს ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები ერთმანეთისგან კვლავ ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავთ გაყოფილი.

პოლიციამ ბოლო რამდენიმე საათში პრაიდის მოწინააღმდეგეთა მხრიდან ქციის რამდენიმე ათეული მონაწილე დააკავა.

მდუმარე აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებს. ისინი ტერიტორიას სამართალდამცველთა დახმარებით ტოვებენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა ტერიტორიის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პრაიდის მოწინააღმდეგეებმა პოლიციის ცოცხალი ჯაჭვისა და რკინის ბარიკადების გარღვევა სცადეს.

ისინი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მისამართით პიროტექნიკას ქვებსა და სხვადასხვა სახის ნივთებს ისროდნენ.

„პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ამ დრომდე ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტის შენობის წინ შეჭრას, სადაც სოლიდარობის აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 392 ახალი შემთხვევაა - როგორია ბოლო დღე-ღამის სტატისტიკა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?

"პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა მედიის წარმომადგენლებს ქვები დაუშინეს - დაშავდა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ოპერატორი