ავტორი:

ვინ და რატომ გამოაცხადა ნადირობა მედიაზე - რა არის საერო და სასულიერო ძალაუფლების მქონე ინსტიტუტების და ფაშისტური ჯგუფების მიზანი?

ვინ და რატომ გამოაცხადა ნადირობა მედიაზე - რა არის საერო და სასულიერო ძალაუფლების მქონე ინსტიტუტების და ფაშისტური ჯგუფების მიზანი?

5 ივლისს, "თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების თავდასხმების შედეგად მედიასაშუალებების 50-მდე თანამშრომელი დაშავდა. საზოგადოების სხვადასხვა ნაწილში ეს პირდაპირ შეფასდა, როგორც მედიის წარმომადგენლებზე ნადირობა და მიზანმიმართული შეტევა, რაც გაგრძელდა 6 ივლისსაც, როდესაც ძალადობის გასაპროტესტებლად შეკრებილ ადამიანებზე თავდასხმა ისევ სცადეს მოძალადე ჯგუფებმა. ამ დროს მათი სამიზნე კვლავ გახდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები. მათ შორის თავს დასხნენ "პალიტრანიუსის“ კიდევ ერთ ოპერატორს.

(ნახეთ, როგორ დაესხნენ 6 ივლისს, "პალიტრანიუსის" ოპერატორს ბექა მშვილდაძეს)

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A post shared by Formula • ფორმულა (@formulaoriginals)

კითხვის ნიშნები ისმის იმის შესახებაც, თუ რამდენად დაისჯებიან მოძალადეები...

რა აჩვენა "ღირსების მარშის“ ჩატარებამდე მედიის წარმომადგენლებზე ასეთმა მასშტაბურმა თავდასხმებმა, უქმნის თუ არა ეს ქვეყანაში ზოგადად, დემოკრატიას და დასავლეთისკენ სწრაფვას საფრთხეს და რა უნდა გააკეთონ მედიამენეჯერებმა იმისთვის, რომ ასეთი დაპირისპირებას გაუმკლავდნენ?

ეს შეკითხვები AMBEBI.GE-მ მედიაექსპერტებს დაუსვა.

მედია-ექსპერტი ლაშა ტუღუში კითხვის საპასუხოდ, თუ რა გამოაჩინა ბოლო დღეებმა, პასუხობს, რომ გააჩნია, როგორი კუთხით შევხედავთ, მაგრამ მისი თქმით, საერთოდ, ასეთი ძალადობა, რაც ჟურნალისტებზე, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებზე განხორციელდა, ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრობლემაა:

"თუ სამართლებრივი კუთხით გვინდა შეფასება, ჩემი აზრით, ეს იყო პროცესი, რომელიც კონსტიტუციის გარეთ გავიდა, რომელიც შეიცავდა ძალადობის არაერთ შემთხვევას, რაც დაკავშირებულია სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან; პოლიტიკურად თუ შევაფასებთ, ეს იყო მოქმედებები, რომელმაც საქართველოს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა, როგორც ქვეყანას, რადგან ისეთ დემოკრატიულ ინსტიტუტზე, როგორიც მედია, ასეთი მასშტაბური ძალადობა ძალიან სერიოზული პრობლემაა ქვეყნისთვის, რომელსაც პრეტენზიები აქვს, რომ იყოს დასავლური, აქვს ამოცანები, გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და უნდა, იყოს ნატო-ს წევრი ქვეყანა და ა.შ.

ლაშა ტუღუში

თუ შევაფასებთ ზოგადად, პოლიტოლოგიური კონტექსტით, ძალიან მძიმე სურათია, რადგან ჩემი აზრით, ეს პირველ რიგში მედიის წინააღმდეგ ორკესტრირებული მოქმედებები - 1 და 2 ჟურნალისტი რომ ყოფილიყო მსხვერპლი, კიდევ ვიფიქრებდი, რომ სპონტანური მოქმედებები იყო, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს იყო დაგეგმილი მოქმედებები, სისტემური სახე ჰქონდა, თან, ჟურნალისტების წინააღმდეგ აგრესია ძალიან ზღვარგადასული იყო. მართალი გითხრათ, ყველანაირ პროგნოზს ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ასეთი დაუნდობელი მოქმედებები ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა. ამასთანავე, იმას, რაც ქუჩებში ვუყურებდით, გამოკვეთილი ფაშისტური სუნი ასდის და იმავდროულად, ვითომ რაღაც რელიგიისა და სიწმინდეების დაცვის საბაბით ხდებოდა. რეალურად, ესაა ფაშიზმი, როდესაც დევნიან მედიას და ესეც იმიტომ, რომ ისინი მედიის წარმომადგენლები არიან - მათთვის რა საფრთხეს წარმოადგენდა ოპერატორი, ფოტოკორესპონდენტი თუ ჟურნალისტი?! ეს იყო კლასიკური ფაშისტური პროცესი, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის“, - აღნიშნავს ტუღუში.

კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ისე, რომ "ღირსების მარშამდე“ ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს სასტიკად გაუსწორდნენ, მედიაექსპერტი პასუხობს, რომ ამ ადამიანთა მნიშვნელოვან ნაწილს მედია ძალიან არ უყვარს, რაც ნიშნავს, რომ ისინი დემოკრატიული ინსტიტუტის მიმართ არიან აგრესიულად განწყობილები.

"იმ ხალხის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც იქ იყო შეკრებილი, ძალიან არ უყვარს მედია და ჟურნალისტები. როგორადაც არ უნდა მოგწონდეს საქართველოში არსებული მედია ან იყო კრიტიკულად განწყობილი ზოგადად, ქართველი ჟურნალისტების მიმართ, ეს არ იყო ასეთი ანალიტიკური ან რაიმე შეფასების შედეგი. ამ ხალხის დიდი ნაწილისთვის, მედია, როგორც ინსტიტუტი, საერთოდ მიუღებელია, რადგან მედიაა დემოკრატიული ინსტიტუტი, მედია ორიენტირებულია გახსნილობაზე, მედიაა ინსტიტუტი, რომელიც კრიტიკულადაა განწყობილი, მედიაა ინსტიტუტი, რომელიც დახურულ სივრცეებს არღვევს და თუ სადღაც რამეა შიგნით ჩაბუდებული, იქ აღწევს და ცდილობს, აჩვენოს საზოგადოებას სიმართლე, რეალობა, რაც ხდება - ხოლო ამ მენტალობის ხალხისთვის ეს საერთოდ მიუღებელია, მათ ურჩევნიათ, ასეთი ინსტიტუტები არ არსებობდეს. აქ მარტო მედიის წინააღმდეგ არ იყო მოქმედებები, ეს იყო პარტიების წინააღმდეგაც, იყო გარკვეული უმცირესობების ჯგუფების წინააღმდეგაც, მათი გამოსვლა თავისთავად ამან გამოიწვია. ანუ, გალაშქრება იყო იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც დაკავშირებულია თანამედროვე დემოკრატიულ სისტემებთან და სამყაროსთან...

ეს არის ის, რაც ვთქვი - რელიგიის თუ სიწმინდეების დაცვის სახელით განხორციელებული პროცესი, პირდაპირ ვამბობ, ფაშისტური პროცესი, როდესაც ახალგაზრდა ადამიანებს უმოწყალოდ უსწორდები, პირველ რიგში მედიის წარმომადგენლებს. ეს მეტი არაფერია - მათთვის მიუღებელია განსხვავებული ადამიანები და ამ შემთხვევაში, განსხვავებულები იყვნენ ჟურნალისტები“, - აღნიშნავს ტუღუში.

• რა უნდა დაუპირისპიროს ქართულმა მედია სივრცემ ამ ძალადობას?

ლაშა ტუღუშის მოსაზრებით, ჟურნალისტებთან ბრძოლა ძალიან ძნელია და ისინი სათანადოდ უნდა შევაფასოთ.

"მედიაც კარგა ხანია, გამოშვებული ჯინია და ამიტომ, მის წინააღმდეგაც ძალიან ძნელია ბრძოლა. არ მგონია, რომ ასეთი ველური ფორმებითა და მიუღებელი ძალადობით შეაშინო მედიის წარმომადგენლები.

ეს ტენდენციები არ იყო ერთჯერადი, პროცესები მედიის წინააღმდეგ დიდი ხანია მიმდინარეობს ქვეყანაში, ამ ტიპის იდეოლოგიური ქარგით შემკული თუ რაღაც ხალხი აქტიურობს თავიანთ სოციალურ სისტემებში, ქსელებში იდეებს ავრცელებენ, მოქმედებენ და ა.შ. ამიტომ, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, გავიხსენოთ მსგავსი ვითარებები. ესაა ძალიან რთული პროცესი, მაგრამ ნუ შევხედავთ მედიას, როგორც სუსტ და უხერხემლო ინსტიტუციას. ვთვლი, მედიას შესწევს უნარი და ძალა, დაიცვას არა მარტო საკუთარი თავი, არამედ ის ღირებულებები და ფასეულობები, რომელიც მისთვის უმნიშვნელოვანესია. მახსოვს ძალიან რთული პერიოდები - 1990-იანი წლები, როდესაც მედიაში ძალიან რთული იყო, მაშინ აქტიურად ვიყავით ჩართულები და ვიბრძოდით, ახლაც უამრავ ახალგაზრდას ვხედავ და ვფიქრობ, ისინიც შეძლებენ, გააგრძელონ ეს ბრძოლა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლაა, - თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის...

ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა, ეს ნიშნავს, რომ მედია უკეთესი უნდა გახდეს, ჩემი აზრით, ნაკლები უნდა იყოს პარტიული დღის წესრიგი და მეტი ორიენტირება უნდა იყოს ადამიანებსა და მოქალაქეებზე, მათ ინტერესებზე; მედია უფრო უნდა გაღრმავდეს და ანალიტიკური გახდეს; კიდევ ერთია საგანმანათლებლო მიმართულება, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, მედიაში მეტი იყოს. მეტი სიღრმეა საჭირო, არა პარტიული დღის წესრიგი, ვიმეორებ - ეს ძალიან სერიოზული საკითხია. მგონია, ეს ჩვენს მედიას ძალუძს, და ვერ ვხედავ, რომ ეს ფაშისტური ჯგუფები შეძლებენ, ის დაამარცხონ, შეაშინონ და გატეხონ წელში - ვერ გატეხენ“, - აღნიშნავს ლაშა ტუღუში.

"კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის“ კოორდინატორის, ნათია კაპანაძის თქმით, 5 ივლისს მოხდა იმ დაგროვილი უარყოფითი ენერგიისა და პროცესების ლუსტრაცია, რაც მედიის წინააღმდეგ წლების განმავლობაში ხდებოდა; ამ ყველაფრის წახალისება კი სწორედ ხელისუფლების კისერზეა:

"5 ივლისს, ბოიკოტის, მედიაზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების კულმინაცია ვნახეთ, რაც ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში დაგროვდა და ეს ხელისუფლებისგან იყო წახალისებული. წლების განმავლობაში ადამიანები, რომელთაც განსაკუთრებული ვალდებულება აქვთ და დღეს სახელმწიფოს წარმოადგენენ, პოლიტიკური ცხოვრების პროცესში კონკრეტულ ფუნქციას ასრულებენ, ხშირად თავს ესხმიან მედიას, ხშირ შემთხვევაში დამაკნინებელი მიმართვით, უარით ინფორმაციის მიცემაზე, ინტერვიუ იქნება თუ კომენტარის ნებისმიერი ფორმა - ეს ჟურნალისტების ერთგვარ დევნას წარმოადგენდა. სამოქალაქო სექტორი მუდმივად აკეთებდა აქცენტს, რომ მსგავსი აგრესია უმაღლესი თანამდებობის პირების, სხვადასხვა საჯარო მოხელის მხრიდან ძალიან საშიში ტენდენცია და წინაპირობა იყო იმისა, რომ ზოგადად, მედიის სამუშაო პროცესში უარყოფითი ფონი შექმნილიყო. ეს იყო ალბათ, საჯაროდ ყველაზე დიდი ძალადობა, რაც მედიის ისტორიაში გვინახავს, მაგრამ ცხადია, რომ ეს იმ დევნის, შევიწროვების, დისკრიმინაციის ერთგვარი შეჯამება გახლდათ, რასაც სხვადასხვა დროს მედიის წინააღმდეგ გამოხატული ქმედებები უძღვოდა წინაპირობად“, - აღნიშნავს კაპანაძე.

ლაშა ტუღუშის მსგავსად, ნათია კაპანაძეც მთავარ ფაქტორად, თუ რატომ გახდა მედია სამიზნე, ჟურნალისტების მხრიდან ზოგიერთი ჯგუფისთვის მიუღებელი ინფორმაციის გავრცელებას გამოჰყოფს.

"ყველანი ამაზრზენ კადრებს ვუყურებდით, როგორ ესხმოდნენ თავს ჟურნალისტებს და მოგვიანებით, როცა ეს ვიდეომასალები პირდაპირ ეთერში გადიოდა, ძალიან ბევრი ადამიანი წერდა, "პრაიდი“ ტარდება თუ ჟურნალისტების მარშიო. რატომ გახდა მედია სამიზნე? ცხადია, ეს თავდასხმა უკავშირდებოდა სწორედ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. ვინც არ უნდა ყოფილიყო იქ, თუკი ეს ადამიანი კონკრეტულ ინფორმაციას, მიმდინარე პროცესს გააშუქებდა, გადასცემდა ძალადობას, რომელიც დაგეგმილი იყო და ამას გაასაჯაროვებდა, აუცილებლად გახდებოდა თავდასხმის მსხვერპლი.

ნათია კაპანაძე

ჩვენს ქვეყანაში მედია ერთადერთი შესაძლებლობაა, სხვა უფლებების დაცვა შეძლოს ადამიანმა, რადგანაც სხვა უფლებების დაცვა შეუძლებელია, თუკი ის კონკრეტული დარღვევა საჯარო ინტერესის საგანი არ გახდება - ადამიანები სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ სარგებლობენ, არის ძალიან ბევრი დარღვევა, იგივე, ნეპოტიზმის საკითხები, კორუფციის თემები და ა.შ. და ამ შემთხვევაში მედია როდესაც კონკრეტულ საკითხს აქცევს ყურადღებას, ეს ხდება საჯარო განხილვის თემა, ხშირად ხდება ამ კონკრეტული პრობლემის გადაჭრა ან საჯარო ინტერესის მობილიზება. მედია გახდა თავდასხმის ობიექტი იმიტომ, რომ ის წლებია "აბრაზებს“ ძალიან ბევრ პოლიტიკოსს, წლებია, არ მუშაობს ისე, როგორი მაგალითად, მოლოდინიც არსებობს. ამიტომაც, ერთგვარად, დაისაჯა მედია. ყოველთვის იყო მედიის წინააღმდეგ გამოთქმული უარყოფითი შეფასებები ამ ძალების მიერ, მაგრამ როდესაც ეს პროცესი მართული გახდა, ძალადობრივ ჯგუფებს დაემსგავსნენ, როგორც ვთქვათ, სასულიერო პირები, ასევე, პოლიტიკური ინტერესების გამტარი ძალები, ამ შემთხვევაში გაერთიანებული თავდასხმა მივიღეთ მედიასა და ადამიანებზე, რომლებიც პროცესებს აშიშვლებენ და ასაჯაროვებენ, რაც სხვადასხვა ძალისთვის არ არის კომფორტული“, - ხაზს უსვამს კაპანაძე.

• რაშია გამოსავალი?

"კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის“ კოორდინატორის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი მედიის მხრიდან სოლიდარობა და მხარდამჭერების გამოფხიზლებაა.

"ძალიან რთულია, გამოსავალი ორ წინადადებაში ჩავატიოთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ჟურნალისტური სოლიდარობა და ასევე, მხარდამჭერების გამოფხიზლება. თუკი გუშინ ეს ძალადობა მედიას გადახდა, ხვალ შეიძლება იყოს, ვთქვათ, თმის სიგრძის გამო, ჩაცმულობის ფერის გამო და ა.შ. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანის დამახასიათებელი ან არჩევანის თავისუფლება რისკის ქვეშ დგას. ამიტომ, ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ დღეს მათი თავისუფალი არჩევანია რისკის ქვეშ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ კომპანიაში მუშაობს ჟურნალისტი - გუშინ თქვენ ყველას გემუქრებოდათ საფრთხე, სოლიდარობა ძალიან ძლიერი უნდა იყოს და ამასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. მედია უნდა ეცადოს, მხარდამჭერი გაიხადოს საზოგადოება, აჩვენოს მას, რომ ეს მედიის საფრთხე არაა, ეს საზოგადოების საფრთხეა - ხვალ საზოგადოებას მოუწევს, თვითონ აიტანოს ცემა, აიტანოს შევიწროვება, იმ შემთხვევაში, თუკი მას ექნება უმრავლესობისგან განსხვავებული მოსაზრებები, რაც არის ძალიან საშიში და არ შეესაბამება დემოკრატიულ ქვეყანას.

ცხადია, ეს ნიშნავს, რომ შენ აღარ გექნება არჩევანის თავისუფლება, რაც ნებისმიერ სხვა უფლებას, მათ შორის სიცოცხლის უფლებასაც გამოაცლის საფუძველს. ამ შემთხვევაში ჩვენ ალბათ იმაზე რთულ მოცემულობას მივიღებთ, ვიდრე ვთქვათ, ნებისმიერი ქვეყანა ჩვენს სამეზობლოში, რადგან მეეჭვება, ადამიანების ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფი შეეგუოს იმას, რომ მას არ ჰქონდეს შანსი, გააკეთოს არჩევანი. ხშირად წერენ, რომ ეს ირანიზაციის პროცესია ან ვემსგავსებით რუსეთს, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოსთვის ეს პროცესები ბევრად უფრო მძიმეა, რადგან მსგავსი მოპყრობა და დამოკიდებულება, ადამიანების წახალისება ძალადობისკენ ყველაზე მტკივნეული საკითხია დღეს ჩვენთვის. ძალიან ვწუხვარ, რომ წახალისება მოხდა სწორედ მმართველი პოლიტიკური ძალისგან - ძალადობა უკვე იწყებოდა და წინმსწრებად ვიცოდით, რომ აუცილებლად მოხდებოდა დაპირისპირება ადამიანებს შორის და ერთგვარი წახალისება იყო განცხადება, რომელიც გუშინ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

აღვნიშნავ, რომ "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს კვლავაც სთავაზობენ დახმარებას, ჩვენი წევრები სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურების საქმეებზე იმუშავებენ. ეს არის ალბათ ყველაზე მცირე, რაც შეიძლება დღეს გავაკეთოთ სიტყვის თავისუფლების დასაცავად“, - აცხადებს ნათია კაპანაძე.

ექსპერტმა ზვიად ქორიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "ნიუსრუმი“, მომხდარი შეაფასა, როგორც "ნადირობა მედიაზე“, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებამ და საპატრიარქომ ერთობლივად გამოაცხადეს:

"ეს არის ნადირობა მედიაზე, რომელიც გამოაცხადა ქვეყნის ძალაუფლებებმა, ერთი მხრივ საერო ძალაუფლებამ, საქართველოს მთავრობამ, რომელმაც პრაქტიკულად, გუშინდელი ლოიალობით ნება დართო აგრესიულ ძალადობრივ ჯგუფებს, მედიაზე განეხორციელებინათ შტურმი და კონკრეტულად, ჟურნალისტები და ოპერატორები, რომლებიც იყვნენ მოედანზე, დაეზიანებინათ - პირდაპირი გაგებით მათთვის ზიანი მიეყენებინათ და შემდგომ არანაირი კომენტარი არ გაეკეთებინათ იმაზე, რამდენად ცუდი და დამაზიანებელია ქართული სახელმწიფოსთვის ასეთი ანგარიშსწორება მედიის წინააღმდეგ; მეორე მხრივ, ეს არის სასულიერო ძალაუფლება, რომელმაც ასევე მწვანე შუქი აუნთო ამ მოძალადე ჯგუფებს იმისთვის, რომ ეს აქცია მათაც მედიის წინააღმდეგ წარემართათ. ანუ, პრაქტიკულად ის, რაც იყო ჩაფიქრებული, თითქოსდა გაუსწორებოდნენ "თბილისი პრაიდის“ აქტივისტებს, რომლებიც "ღირსების მარშზე“ საღამოს 6 საათზე გამოვიდოდნენ, აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ ყოფილა მიზანი, მიზანი უფრო გლობალური იყო და ის მოიცავდა იმას, რომ ქვეყანაში ყველა დემოკრატიული ინსტიტუტის მიმართ მიეტანათ შტურმი“, - აღნიშნა ქორიძემ.

ზვიად ქორიძე

მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, საქართველოში ანარქიული ვითარება არ დადგეს, რისი სურვილიც რატომღაც, ქვეყნის მთავრობას აქვს.

"პრაქტიკულად დაიწყო რაღაც გარკვეული პრესინგი ჩვენს საზოგადოებაზე, ეს პრესინგი გამოიხატება იმაში, რომ ადამიანებს აშინებენ, რომ ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან, რომ ადამიანებს დასდევენ უკვე საჯარო სივრცეებში, უვარდებიან სახლებში, ოფისებში, ამას ემატება ის, რომ პოლიცია სრულიად უმოქმედოა და ადამიანებს, რომლებიც დღეს დევნას განიცდიან, განცდა იმისა, რომ პოლიცია მათ დაიცავს, ანუ სახელმწიფო სახელით მოქმედი ინსტიტუცია მათ დაიცავს, არ აქვთ. აი, ეს განცდა წარმოშობს ზუსტადაც იმ ანარქიულ ვითარებას, რაც შეიძლება, ძალიან დამაზიანებელი აღმოჩნდეს მთლიანად სახელმწიფოსთვის. გუშინ პრაქტიკულად სასწორზე დავდეთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხი, პრაქტიკულად, ომი გამოგვიცხადეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის მსურველებმა. ძალიან გულდასაწყვეტია, გააცნობიერო ის, რომ შეიძლება, ამ ჯგუფების პარტნიორი აღმოჩნდეს საქართველოს მთავრობა და საქართველოს საპატრიარქო, მეტიც, ეს საგანგაშოა, მაგრამ გაცილებით მძიმედაა ვითარება, რომ აღიქვა არა რაღაც ჩუმ პარტნიორად ან თანამოაზრედ, არამედ პრაქტიკულად, ამ ჯგუფების წამხალისებლად.

მე რატომ მაქვს განცდა, რომ არც საქართველოს მთავრობაში და არც ეკლესიის იერარქთა შორის, არ არის მოწინააღმდეგე ასეთი ძალადობრივი ქმედებისა? რადგან ერთსაც და მეორესაც ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული ის, რომ რომელიმე ერთ მხარეს ძალიან გაუჭირდება ავტორიტარიზმის დამყარება ქვეყანაში. დღეს ავტორიტარიზმის დამყარება ქვეყანაში შეუძლია მხოლოდ მათ სიმბიოზს - საქართველოს მთავრობასა და საპატრიარქოს. ესაა ავტორიტარიზმის ლეგიტიმაციის გზა და ორივე ამ გზაზე დადგა. როდესაც ვამბობ - ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, ვგულისხმობ ზუსტად იმას, რომ დღეს ავტორიტარიზმის, ტოტალიტარიზმის რეციდივების დაშვება საქართველოში იმას ნიშნავს, რომ შენ უპირისპირდები საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და თუ არა დემოკრატიული განვითარება, თუ არა თანასწორობის გარემო, თუ არა გამოხატვის თავისუფლების უპირატესობები, თუ არა სხვა უფლებების დაცვა, საქართველოს დამოუკიდებლობა სხვა შემთხვევაში არის ფიქცია“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

ნახეთ როგორ უსწორდებიან "ინტერპრესნიუსის" ფორტორეპორტიორ გიორგი ნიკოლიშვილს

"მინდა ვთქვა, რომ ბ-ნი ზურაბი ულაპარაკოდ ანგარიშგასაწევი ექსპერტია, მაგრამ... არა ხართ მართალი ბატონო ზურაბ!" - რა მიმართვას უგზავნის ცერცვაძე ჭიაბერაშვილს

"გამიხარდა, როცა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ის არ დაიცავდა "ლგბტ" პრაიდს" - გურამ ფალავანდიშვილმა სამმართველო დატოვა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალ არიტექტორთა პროფესიული დახელოვნებისთვის ყოველწლიური კონკურსი დაარსდა