ავტორი:

"ვგმობ ყველანაირ აგრესიას და ძალადობას, უნდა დავფიქრდეთ, საით მივდივართ" - ეკატერინე ტიკარაძე ბოლო დღეების მოვლენებზე

"ვგმობ ყველანაირ აგრესიას და ძალადობას, უნდა დავფიქრდეთ, საით მივდივართ" - ეკატერინე ტიკარაძე ბოლო დღეების მოვლენებზე

აგრესია და ძალადობა არც ქართული ტრადიციაა და რა თქმა უნდა, ის ევროპული ტრადიცია ვერ იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს 10 - წლიანი გეგმის წარდგენამდე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე გამოეხმაურა ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებს და განაცხადა, რომ გმობს ყველანაირ აგრესიას და ძალადობას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ.

„ჩვენ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ საით მივდივართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ყველას ერთიანი მიზანი არის ევროპული ქვეყნების ოჯახის წევრობა. თითოეული მსგავსი ნაბიჯი ამ მიზანს მნიშვნელოვნად გვიმცირებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მოვნახოთ ის გზები, რომლითაც ჩვენ მოვახდენთ კომუნიკაციას ერთმანეთთან, ვისაუბრებთ ამ პრობლემატურ თემებზე და აგრესიას ვაქცევთ კონსტრუქციულ დიალოგში და ჩვენი ყველა მოქალაქის უფლება დაცული იქნება. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აგრესია და ძალადობა არც ქართული ტრადიციაა და რა თქმა უნდა, ის ევროპული ტრადიცია ვერ იქნება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ მიმდინარე მდუმარე აქციის კონტრაქცია გამართეს. პრაიდის მოწინააღმდეგეები ისროდნენ ქვებს, კვერცხს და ბოთლებს. აგრესიულად განწყობილმა პირებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. ბოლო 2 დღეში ეს ევროკავშირის დროშის დაზიანების მეორე შემთხვევა იყო.