ავტორი:

ვინ იბრძოლებს ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობისთვის - კანდიდატების ვინაობა ცნობილია

ვინ იბრძოლებს ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობისთვის - კანდიდატების ვინაობა ცნობილია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია.ცესკოს თავმჯდომარეობის პოზიციის დასაკავებლად გასაუბრებას ვილი პაჭკორია, მაია გურამიშვილი, გიორგი კალანდარიშვილი, იმედა კლდიაშვილი, გიორგი სანტურიანი, ილია ჭანტურაია, ლილი ბეგიაშვილი, ბონდო გასვიანი, გულნარა გიგიბერია, ვლადიმერ მალოვიჩკო-დგებუაძე და ლიანა გაბისონია გაივლიან.

ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის პოზიციის დასაკავებლად კონკურსში ემზარ კაკულია, გია ცაცაშვილი, კონსტანტინე ჩიტანავა, თამაზ თაყაძე, ანა მიქელაძე, მარი კაპანაძე, ლელა ტალიური, მერი აფხაზავა, გულქანი ქურასბედიანი, გიორგი მარსაგიშვილი, ქეთევან მიქელაძე, ინგა მათიაშვილი, მაია ზარიძე, თამარ სართანია, აკაკი ხუსკივაძე, ვალერიან მაისურაძე და არჩილ მდივნიშვილი იღებენ მონაწილეობას.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დაიწყება.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილი შესარჩევი კომისიის წევრმა, საიას თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სიმონიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გასაუბრების პროცესი ხვალ უნდა დასრულდეს და შერჩეული კანდიდატები პრეზიდენტს წარედგინოს.

"ქვეყანაში უნდა დასრულდეს ეს პრივილეგირებული კასტა, კორუფციული საკითხები... ყველას უნდა გვქონდეს თანაბარი პირობები" - გიორგი გახარია

"იმას, რომ მოხდებოდა ჟურნალისტებზე ძალადობა, ვერც წარმოვიდგენდით, ნამდვილად არ გვიფიქრია..." - ვახტანგ გომელაური

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"