ავტორი:

"აგვისტოს შუა რიცხვებიდან ინდური შტამი ბრიტანულს მთლიანად ჩაანაცვლებს" - ინდური შტამის რამდენი დადასტურებული შემთხვევაა საქართველოში

"აგვისტოს შუა რიცხვებიდან ინდური შტამი ბრიტანულს მთლიანად ჩაანაცვლებს" - ინდური შტამის რამდენი დადასტურებული შემთხვევაა საქართველოში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ამჟამად ე.წ ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული და კიდევ გრძელდება მსგავს შემთხვევებზე კვლევა.

როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს ის სხვა შტამებს ჩაანაცვლებს.

"დელტას“ შტამი იმატებს. წინა კვირაში გვქონდა 25 ახალი შემთხვევა. ახლა სულ სადღაც 52 შემთხვევაა, კიდევ კვლევაშია დამატებითი შემთხვევები. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ "დელტას“ შტამი ევროპულ ქვეყნებში თანდათან ანაცვლებს "ალფას“ შტამს. პროგნოზი გახლავთ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს ბოლოს ის მთლიანად ჩაანაცვლებს.

ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ და მისგან დაცული არ ვართ. პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს, ვატაროთ პირბადე, არ იყოს დიდი თავშეყრები, დავიცვათ დისტანცია. დღეს მთავარი გახლავთ ინტენსიური ვაქცინაცია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"მაესტროზე" "უცნობის " დაბრუნების გამო ტელეკომპანია ვაკო ავალიანმა დატოვა - "არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია!"

კორონავირუსით ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევა და 13 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია ევიპდვითარება რეგიონებში

თსუ-ს პროფესორი, ფილოლოგი რამაზ ჭილაია გარდაიცვალა