ავტორი:

უნიკიალური პროექტი აჭარაში- რას სთავაზობს ,,მზიური გარდენსი“ მომხმარებლებს

უნიკიალური პროექტი აჭარაში- რას სთავაზობს ,,მზიური გარდენსი“ მომხმარებლებს

,,მზიური გარდენსი“ - ბათუმში, კერძოდ კურორტ მახინჯაურში ზღვისპირა საცხოვრებელი, უნიკალური კომპლექსია, რომელიც მომხმარებლებს უპრეცენდენტო სერვისებს შესთავაზებს. აპარტამენტები 43,6 კვ.მ-დან იწყება და პრემიუმ კლასის რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით ბარდება. გამაჯანსაღებელი გარემო, დაცული ტერიტორია, დაცული უსაფრთხოება, წვდომა კომპლექსში შემავალ 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, CROWNE PLAZA-ს სერვისებთან, და რაც მთავარია, ბინაში ჩადებული ინვესტიციის 5 წელში უკან დაბრუნების შესაძლებლობა! - ეს იმ შეთავაზებების ნაწილია, რომელსაც „მზიური გარდენსის“ მობინადრეები მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი პირდაპირი ბრიტანული ინვესტიცია აჭარაში, რომელსაც კომპანია MRMU International ახორციელებს. სწორედ ინვესტორი კომპანიის მაღალკვალიფიციურობა განაპირობებს პროექტის მაღალი სტანდარტით მშენებლობას და შემდგომ ოპერირებას. ინვესტორის და დამფუძნებლების მიერ პროექტის განხორციელებისთვის ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის ტერიორია უნიკალური ბუნებრივი პირობების, თერმული წყლების და მიკროკლიმატის გამო შეირჩა. როგორც ცნობილია, მახინჯაური ჰიფსომეტრიულად არის განლაგებული ზღვის დონიდან 15-100 მეტრზე, აქ არსებულ მიკროკლიმატს და სუბთერმულ-მინერალურ წყალს ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში სხვადახვა დაავადების სამკურნალოდ იყენებდა. მულტიფუნქციური კომპლექსის ტერიტორია 15 000 კვ.მ-ზე იქნება გაშენებული, საიდანაც უდიდესი ნაწილი უშუალოდ რეკრეაციულ ზონას და გამწვანებას დაეთმობა.

რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანია, ,,მზიური გარდენსში" ბინის შეძენით თქვენ არა მხოლოდ მყუდრო და ხარისხიან საცხოვრებელს იძენთ, არამედ გონივრულად ახდენთ ფულის ინვესტირებას. ბათუმი, როგორც შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების, ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს მასპინძლობს. შესაბამისად, ბინის გაქირავება სოლიდური შემოსავლის წყაროდ შეიძლება იქცეს. კომპლექსის მოსალოდნელი წლიური საშუალო დატვირთულობა 60-70 %-ს აღწევს, რაც შესაძლებლობას მოგცემთ ინვესტირებული თანხები 3-დან 5 წლამდე ვადაში დაიბრუნოთ უკან. სურვილის შემთხვევაში, კომპანია მზად არის მობინადრეებისთვის ბინის გაქირავება საკუთარ თავზე აიღოს.

“მზიური გარდენსის“ კომპლექსში თავმოყრილი იქნება თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო ყველა სერვისი. კერძოდ, კვების ობიექტები, სპა ცენტრი, ფიტნესი, ბავშვებისთვის ადაპტირებული ზონები, კერძო პარკირება, რეკრეაცია, კეთილმოწყობილი, პირადი სანაპირო ზოლი, კალათბურთის მოედანი, ღია და დახურული აუზები. ამასთან, ,,მზიური გარდენსში“ შენობის ყველა სართული და მთლიანი სივრცე სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.

გარდა ამისა, კომპლექსის რეზიდენტებს/მაცხოვრებლებს ექსკლუზიური წვდომა ექნებათ 5 - ვარსკვლავიანი სასტუმრო ,,CROWNE PLAZA-ს“ ინფრასტრუქტურასთან და სერვისებთან. კერძოდ, პროექტი მოიცავს ორ 15-სართულიან და ერთ 17 სართულიან შენობას, რომელთაგან ერთ-ერთში განთავსებული იქნება სასტუმრო ,,CROWNE PLAZA“.

მომხმარებლისთვის პროექტს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ჯანსაღი გარემო - ,,მზიური გარდენსის" საცხოვრებელ კომპლექსში შემავალი 12,000 კვ. მეტრზე გადაჭიმული რეკრეაციული ზონა, მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავთან ერთად უნიკალურ მიკროკლიმატს და ხარისხიანი ცხოვრებისა და დასვენებისათვის იდეალურ გარემოს ქმნის. აღსანიშნავია, რომ რეკრეაციული ზონის ნაწილი იქნება ფიჭვნარი და სხვა ენდემური ნარგავები, რომლებიც წლებია ამშვენებს ტერიტორიას.

,,მზიური გარდენსი" ბათუმის ცენტრიდან სულ რაღაც 6 კილომეტრში, ხოლო, ბოტანიკური ბაღიდან 2 კილომეტრში მდებარეობს. გამორჩეული ლოკაციის წყალობით, მულტიფუნქიური საცხოვრებლის ყველა ფანჯრიდან ზღვის ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.

აღსანიშნავია, რომ ,,მზიური გარდენსი" მცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნასაც უზრუნველყოფს. კომპლექსში მრავალფეროვანი გარემო იქნება ბავშვებისთვისაც - უზარმაზარი ეზო ჰამაკებით, პუფებით, ბალიშებითა და რბილი ავეჯით იქნება კეთილმოწყობილი. ეზოს ტერიტორიაზე მოეწყობა კალათბურთის მოედანი, საზაფხულო ამფითეატრი, დამონტაჟდება საცოცი კედელი, დაიდგმება გიგანტური ჭადრაკის დაფა. დაგეგმილია ასევე მინი აკვა-პარკი და ბავშვთა აქტივობებისთვის სხვადასხვა სერვისების დანერგვა.

მულტიფუნქციური კომპლექსი მომხმარებლებს სთავზობს ასევე, შემდეგ სერვისებს: პირად სანაპირო ზოლს, 4 სხვადასხვა ტიპის რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, ისეთ მომსახურებებს როგორებიცაა: კონსიერჟი, ტრანსპორტირება, ძიძა, ანიმატორები, ექიმი, კომპლექსის მოვლა-პატრონობა და აშ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიისთვის ბალნეოლოგიური კურორტის და სასტუმრო ,,CROWNE PLAZA-ს“ მიმართულების განვითრება წარმოადგენს. რათა საქართველოში სამედიცინო ტურიზმი განვითარდეს და დამსვენებლები მთელი მსოფლიოდან მოიზიდოს. ამ ეტაპზე კომპლექსის შავი კარკასის მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები, ხოლო პროექტი სრულდება 2022 წლის ივნისში.

R

რა არის პოდაგრა? - 6 რამ, რაც ამ დაავადების შესახებ უნდა იცოდეთ

პანდემიის ფარგლებში "ევექსი კლინიკების" გულის ორდენოსნების დაჯილდოება გაიმართა

GFN 2021: “თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს”