ავტორი:

"გადმოპორტირებული გყავთ ადეიშვილის მოადგილე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში" - თაკო ჩარკვიანი "ქართული ოცნების" წევრებს

"გადმოპორტირებული გყავთ ადეიშვილის მოადგილე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში" - თაკო ჩარკვიანი "ქართული ოცნების" წევრებს

ქვეყანა წუმპეშია, ორი დღის წინ ქალაქში ფუნდამენტალიზმი დათარეშობდა - ერთი სიტყვა მაინც თქვით ამის შესახებ, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა "ქართული ოცნების" წევრებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც საბიუჯეტო ცვლილებების განხილვას დაეთმო.

"საუბრობთ, ცხრა წელი, ცხრა წელი... ცხრა წელი კი არა, ქვეყანა თავზე დაგვენგრა. თუკი ვინმე ნაგავი იყო, გამოგეძიებინათ - დაგიშალათ ვინმემ?!... გადმოპორტირებული რომ გყავთ ადეიშვილის მოადგილე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში", - განაცხადა ჩარკვიანმა ორი კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, რომლის მთავარი თემა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებებია, ცხარე კამათით დაიწყო.

დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ სხდომაზე 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შეფასება მოითხოვა და როგორც განაცხადა, ადამიანები, რომლებიც თავს დაესხნენ ჟურნალისტებს და ევროკავშირის დროშა დაწვეს, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ჯგუფები იყვნენ.

გახარიას პარტია თბილისის მერობის კანდიდატად არჩილ არველაძეს განიხილავს? - რა განაცხადა კახა ქემოკლიძემ

"მერობაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა" - თაკო ჩარკვიანი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"