ავტორი:

პირველადი სპეციფიური PCR კვლევით, ციციშვილის კლინიკაში აფხაზეთიდან გადმოყვანილ ბავშვს "ინდური შტამი" დაუდასტურდა

პირველადი სპეციფიური PCR კვლევით, ციციშვილის კლინიკაში აფხაზეთიდან გადმოყვანილ ბავშვს "ინდური შტამი" დაუდასტურდა

პირველადი სპეციფიური PCR კვლევით, ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში აფხაზეთიდან გადმოყვანილ ბავშვს კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა, კლინიკაში მოთავსებულ კიდევ ერთ ბავშვს კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი დაუდატურდა.

როგორც მაია ჩხაიძემ აღნიშნა, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე არიან.

"PCR ტესტით „დელტას” შტამი დადასტურდა, მაგრამ, ეს არ არის საბოლოო პასუხი, სექვენირება სჭირდება, რომელსაც არ ვიცი ზუსტად რამდენი დრო დასჭირდება. ორი თვის ბავშვები არიან. ერთს აქვს "ბრიტანული" შტამი და მეორეს „დელტა“, ანუ ინდური. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან“, - განაცხადა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში 3 ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსით ინფიცირების 1 108 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით

"იმედის" გენერალურ დირექტორად მაკა ლომიძე დაინიშნა

კახეთში დააკავეს პირი, რომელმაც ხაშმის წმ. გიორგის ეკლესია გაქურდა - დაკავებულს არასრულწლოვანი ძმა ეხმარებოდა