ავტორი:

"თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი, მგონი სჯობს, გააგრძელოთ რუსული, დიეტური, კატლეტის ჭამა" - რას პასუხობს სააკაშვილი პატარაიას?

"თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი, მგონი სჯობს, გააგრძელოთ რუსული, დიეტური, კატლეტის ჭამა" - რას პასუხობს სააკაშვილი პატარაიას?

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა უფლებადამცელ ბაია პატარაიას პოსტს, რომელშიც წერდა, - თუ არჩევანი მარტო მიშასა და ბიძინას შორის მაქვს დღეს, ისევ გაცხელებული ხინკალივით მეორედ ჩამოტარებულ მიშას ავირჩევო...

მიხეილ სააკაშვილმა კი დაწერა:

"ძვირფასო #BaiaPataraia, თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი და მხოლოდ, სასოწარკვეთილთან გინდა ამ კერძის ულუფის მიღება, მგონი სჯობს, გააგრძელოთ რუსული, დიეტური, კატლეტის ჭამა, თავის დამპალი კომბოსტოთი და კარგად გაითავისოთ ეს გემო. არ ვაპირებ ვინმეს დავამცირებინო ის მიღწევები, რომელიც ჰქონდა საქართველოს სახელმწიფოს, ჩემი პრეზიდენტობის დროს, რომელიც იყო უპრეცედენტო ჩვენს ისტორიაში და უზარმაზარ სივრცეზე, სადაც ცხოვრობს რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანი და ნამდვილად არ ვაპირებ second-hand choice ვიყო ვიღაცისთვის.Good luck!"