ავტორი:

"ავიწყდება ამ ხალხს, რომ ადამიანის, თუნდაც ყველაზე მიუღებლის მოკვლით პრობლემა არ გადაიჭრება..." - მწერალი გურამ მეგრელიშვილი ოპერატორის გარდაცავლებას ეხმაურება

"ავიწყდება ამ ხალხს, რომ ადამიანის, თუნდაც ყველაზე მიუღებლის მოკვლით პრობლემა არ გადაიჭრება..." - მწერალი გურამ მეგრელიშვილი ოპერატორის გარდაცავლებას ეხმაურება

მწერალი გურამ მეგრელიშვილი "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"იქნებ ამ უბედურებამ მაინც აუხილოს თვალი ადამიანებს, რადგან "სოროსთან" მებრძოლი ფალავანდიშვილი რომ ამავე ორგანიზაციას ფართს აქირავებდა რამდენიმე ათას დოლარად, ამას "ყლაპავენ". რადგან "ძირს გეი პროპაგანდა" ორგანიზაციის PR სტრატეგი თავად ჰომოსექსუალისტია. რადგან იმასაც ვერ ხვდებიან მოტყუებული მღვდლები და მოძალადეების გვერდით მშვიდად მდგარი (ასეთებიც იყვნენ იქ) ადამიანები, რომ ისინი ოსტატურად გამოიყენეს. რადგან ეს ჯაღმაიძის ცნობილი "კანიოკია" - ერთ რამეზე მიიტყუო აღშფოთებული კაცი და მეორე დაახვედრო (არაერთხელ გაუკეთებია, სტიქაროსნები დაიბარა მეუფეს სალაპარაკო აქვსო და თავად დახვდა). რადგან ეს აქცია და LGBTQ ამბის გაპროტესტება არაფერ შუაშია ქრისტიანობის დაცვასთან - ეს იყო საჩვენებელი აქცია, რომ ახალ პოლიტიკურ ძალას ხალხის მობილიზება შეუძლია (ინაშვილი და სხვა ძალებზე რუსეთი ფსონს აღარ დებს და საჭიროა ახალი, მძლავრი მოძრაობა) და "მასა" დააყენეს რუსთაველზე. ვასაძის გვერდით ბევრი არ დადგებოდა, მაგრამ "ქრისტეს სახელით" მიტყუება ადვილია. რადგან წმინდა ნინოს ჯვრის დადგმა ფარსია და ძალიან ჰგავს სხვაგან, ასევე ჯვრის დადგმით დაწყებულ პროტესტს. ჯვრის დამდგმელი და დამცველი სხვას არ კლავს, მას კი ხშირად კლავენ ხოლმე. რადგან ჟურნალისტების მიმართ დაწყებული ზიზღის პროპაგანდა უკვე იკითხებოდა მანამდე, ნამახვანის პროტესტის დღეს, როცა არც ერთი მონაწილე არ დაელაპარაკა მედიას. რადგან ავიწყდება ამ ხალხს, რომ "სჯობს ერთი იგი მოკვდეს, ვიდრე ერი წარწყმდეს" უკვე წერია სახარებაში და შედეგი ვიცით. რადგან ადამიანის, თუნდაც ყველაზე მიუღებლის მოკვლით პრობლემა არ გადაიჭრება. რადგან თუ ვინმე ეწევა გეი პროპაგანდას, ისევ ეს ხალხია. ელემენტარულია ვოტსონ - თემა თუ არ აწიე სალაპარაკოდ, ის მკვდარია. მარტო ერთი მხარე კი ამას ვერ მოახერხებდა. რადგან ცნობილია, რომ რელიგიურ ადამიანებს მოზრდილი ამიგდალა აქვთ (თანაგრძნობაზე პასუხისმგებელი) და თუ თქვენ ეს ფაქტი ფეხზე გკიდიათ, შეგიძიათ დაფიქრდეთ, იქნებ შესანიშნავი სერიული მკვლელი გამოვიდეს თქვენგან.

ღმერთმა აცხონოს ეს ბიჭი, რა დააშავა, სამსახურში იყო და ვიღაც ცხოვრებაზე გაბოროტებულს ეს არ მოეწონა".

"დაგვიკავშირდნენ, თითქოს ჩვენი მონაცემები ნანუკას ფონდმა გადასცა და უნდოდათ დაგვხმარებოდნენ" - კარინა გრიგორიანის პოსტი თაღლითურ სქემაზე და ჟორჟოლიანის კომენტარი

"როცა უმოწყალო ცემით მოკლულს ყოველდღე მოკლავენ... როცა უპასუხისმგებლო მთავრობა სახეში ნაფურთხს ჟუჟუნა წვიმას დაუძახებს... როცა... როცა... მე მაინც იქ ვიდგები, სიმართლესთან" - დაჩი გრძელიშვილი

"ნახევარ დღეში სამჯერ ზედოზირების და მოპედით მორბენილი ნარკანით გადარჩენილი ინტოქსიკაციის ვერსია აბსურდია" - რას წერს ნანა გეგეჭკორი?