ავტორი:

"გუშინ მეუბნებოდა, მე რომ მირტყამდნენ, მაგაზე არ ვფიქრობდი, ყველაზე უსუსური კაცი ვიყავი, რომ ვერ გეხმარებოდიო..." - მირანდა ბაღათურია ლექსო ლაშქარავასთან ბოლო საუბარს იხსენებს

"გუშინ მეუბნებოდა, მე რომ მირტყამდნენ, მაგაზე არ ვფიქრობდი, ყველაზე უსუსური კაცი ვიყავი, რომ ვერ გეხმარებოდიო..." - მირანდა ბაღათურია ლექსო ლაშქარავასთან ბოლო საუბარს იხსენებს

"ტვ პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია, რომელიც ლექსო ლაშქარავასთან ერთად, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის თავდასხმის მსხვერპლი გახდა, ოპერატორთან ბოლო საუბარს იხსენებს:

"გარდა იმისა, რომ ლექსო აღარ არის, მგონია, რომ ამ ფაქტით განადგურდა სრულიად მედია კორპუსი, იმიტომ რომ ეს არის შედეგი (იმისა), რაც ყველამ ვნახეთ 5 ივლისს. არაფრის მტკიცებას არ დავიწყებ, სანამ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ გვექნება და სანამ თავის სათქმელს არ იტყვის, თუმცა 99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი, რომელიც ყველას დაგვიდგა, - ის რომ ლექსო აღარ არის, არის გამოწვეული ამ დღიდან.

გადამეფარა და ეს კიდევ ათმაგად მძიმეა ჩემთვის, იმიტომ რომ მასთან ერთად ვმუშაობდი იმ დღეს. თითქმის ოცი წელია, ოპერატორი იყო. ბოლო კადრები ჩემთან ერთად გადაიღო და თან იყო საშინელი ძალადობის მსხვერპლი და ამას რომ ვყვები ხოლმე, მგონია, რომ ადამაინები ვერ აღიქვამენ რაზე ვლაპარაკობ. ვლაპარაკობ იმაზე, რომ მას ოცამდე ადამაიანი ურტყამდა და ურტყამდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ყველაზე ბედნიერი ვიყავი, ის რომ ცოცხალი იყო იმ წამს და ახლა ხუთი დღის მერე, რომ ცოცხალი აღარ არის, არ ვიცი, რა ვთქვა... ეს არის ის, რასაც გვიკეთებენ წლების განმავლობაში, რომ ჩვენ, მედიის წარმომადგნლები არავისთვის არაფერს არ ვნიშნავთ. მე მინდა იმ ადამიანებს ვუთხრა, ვინც ამართლებენ ჩვემს მიმართ ძალადობას, გულწრფელად მრცხვენია მათ მაგივრად და იმედია, რომ ამ მძიმე შემთხვევასაც არ ამართლებენ...

გუშინ ბოლოჯერ ვნახე ლექსო, მითხრა: - მირანდა ამ საქმეს სტრასბურგში ხომ წავიღებთო. მე ვუთხარი: - რა თქმა უნდა, ყველა ერთად წავიღებთ - მეთქი. ახლა ლექსო ვერ წაიღებს, თუმცა მის ნაცვლად, არამხოლოდ ჩემი თავისთვის, არამედ ყველაზე მეტად სწორედ ლექსოს უფლებებისთვის ვიბრძოლებ, იმდენი წელი რამდენიც ვიარსებებ და იმდენი წელი რამდენიც ამ პროფესიაში ვიქნები. ახლა უსუსრები ვართ, რომ ნახოთ, რა მდგომარეობაში აშუქებენ ჩემი კოლეგები ამ ამბავს, რომ ნახოთ რა მდგომარეობაში ვართ, მიხვდებით რომ ეს არის უსუსრობა, რისი მიღწევაც უნდოდათ.

რაც არ უნდა თქვას ექსპერტიზამ, რა ზემოქმედებაც არ უნდა ყოფილიყო სხვა, აუცილებლად იყო გამოწვეული იმ დაზიანებებისგან, რომელიც მიადგა 5 ივლისს. გუშინ იყო ცოცხლი და დღეს გარდაცვლილი იპოვა ლოგინში საკუთარმა დედამ... გუშინ მეუბნებოდა: - მირანდა, მე რომ მირტყამდნენ მაგაზე არ ვფიქრობდი (რაღაც მომენტში გაითიშა, მაგრამ სანამ ურტყამდნენ და გონზე იყო), ყველაზე უსუსური კაცი ვიყავი, იმიტომ რომ ყველაფერს წარმოვიდგენდი, რასაც შეიძლება იქ გიშვებოდნენ და რომ ვერ გეხმარებოდი, ვიყავი ყველაზე უსუსურიო. ახლა მე ვარ ყველაზე უსუსური, იმიტომ რომ ლექსოს ვერაფრით ვერ დავეხმარები", - ამბობს მირანდა ბაღათურია "ტვ პირველთან".

"გაილახნენ ჟურნალისტები... თავად იქცეოდნენ გამომწვევად, ეს ცემას არ ამართლებს, მაგრამ პასუხისმგებელია როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე" - მეუფე დავითი 5 ივლისის მოვლენებზე

"ამას თუ გაატარებს ქვეყანა, აპატიებს და "აბა ის 9 წელი ჯობდაო" - იკითხავს, არც საზოგადოება ვიქნებით და ვერც სახელმწიფოდ შევდგებით" - თინა ხიდაშელი ლექსო ლაშქარავს გარდაცვალებზე

"პარკში ჩააგდეს საწყალი ბიჭი, ჯერ ლიფტში გაჭედეს, მერე გამოვარდნენ და კიბეზე ათრიეს..." - ვატო წერეთელი ლექსო ლაშქრავას გადასვენებაზე